26
Nov
2015

ბიბლუსის სტუდენტური რეკლამა – წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!

26 Nov 2015

კობი
კობი


მარკეტერი წარმოგიდგენთ ბიბლუსის რეკლამას, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გადაიღეს.

მარკეტერი პროექტის ავტორებს ესაუბრა:

“ჩვენი გუნდი 7 ადამიანისგან შედგებოდა, ლაშხია მაია , რეზი მანდარია , რუსა ძნელაძე , მაშო მაისურაძე , ეკატერინე კოსტავა , ნიკა დემეტრაძე , მარიამ ტაბუაშვილი.

ვსწავლობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, საგანში ბრენდის მენეჯმენტი მოგვცეს დავალება და გადავწყვიტეთ ვიდეო რგოლის მომზადება. ჩვენ ერთხმად ბიბლუსი ავირჩიეთ. ჩვენ გავითვალისწინეთ წიგნსა და კომპიუტერს შორის არსებული ორთაბძოლა იდეაც მალე გაჩნდა და ვფიქრობთ მაყურებელს დავანახეთ წიგნის უპირატესობა. სარეკლამო რგოლი ერთ დღეში გადავიღეთ და 3-4 საათში დავამონტაჟეთ, ნულოვანი ბიუჯეტი, მაგრამ დიდი სურვილი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩვენი სათქმელი საზოგადოებამდე მიგვეტანა”

განხილვა