წლის ბოლოს, როცა სევდანარევი სიხარულით გადავავლებთ თვალს განვლილ წელს, სწორედ მაშინ ვხვდებით, რომ ახალი, კიდევ უფრო უკეთესი ისტორია იწყება. ახალი წლის განწყობა გადამდებია და ყველას აბედნიერებს, მზადება კი, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყო, რომ დიდი ხანი გქონდეს ეს ჯადოსნური ემოცია. ამ ემოციის გასაზიარებლად, “ბიბლუსმა” საახალწლო კამპანია წამოიწყო. ვიდეორგოლის მთავარი გმირი ზრდასრული ადამიანია და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის ასაკი დიდი ხანია გამოიარა, მაინც ძალიან ადრიანად, “ბიბლუსის” წიგნებიდან და სადღესასწაულო აქსესუარებიდან იწყებს საახალწლო განწყობის შექმნას და საშობაო სამზადისს. თანამშრომლებს ჩუქნის საჩუქრებს, რთავს თავის მაგიდას საახაწლოდ, ნაძვისხეს ძალიან ადრე დგამს და იმედით ელის ახალი წლის დადგომას.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/biblusi.ge/videos/2521050578172953/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[R]