ბრენდები თუ შემოქმედებითი სააგენტოები ზოგჯერ დღეებს და კვირეებს ატარებენ ისეთი კონტენტის იდეების გენერირებაში და შექმნაში, რომელიც მომხმარებელთა ჩართულობას გამოიწვევს და საბოლოოდ ვირუსულ ეფექტსაც მიიღებს. თუმცა წლების განმავლობაში არსებულმა გამოცდილებამ ნათლად გვაჩვენა, რომ ვირუსული კონტენტის ზუსტი ფორმულა არ არსებობს და ეს ხშირად შეიძლება ყველასგან დაუგეგმავად და გაუცნობიერებლადაც კი მოხდეს.
ასე გამოვიდა „ბიბლუსის“ შემთხვევაშიც, როდესაც კომპანიამ სოციალურ ქსელში სტანდარტულად ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ძვირადღირებულ სასაჩუქრე ნივთებზე ფასდაკლება გამოაცხადა. ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა, რომ არა მრავალ ნივთს შორის გამორჩეული გერმანული ბრენდის, Waldmann-ის კალამი, რომლის შეძენაც მომხმარებლებს აქციის ფარგლებში 500₾-ის ნაცვლად 385₾-ად შეეძლოთ. რა თმა უნდა კალამზე მსგავსი ფასის ნახვა მომხმარებელთა უმრავლესობისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა გაკვირვებას დიდი დრო არ წაუღია და კომენტარების სექციაში კალამის გამოყენების შესახებ ცალკე ისტორია დაიწერა, რომელიც ალბათ ცალკე ტომეულად უნდა გამოიცეს.
მომხმარებელებმა პოსტი მალევე აიტაცეს და ასე ხუმრობით კალამის შესახებ მითოსი შეიქმნა. “ამხელა ფასდაკლება რატოა, გაფუჭებული ხომ არ არის?“ – კითხულობს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი, „მე უნდა ვიყიდო თუ თავისით მოვა?“ ამატებს მეორე, რაზეც არც ბიბლუსის წარმომადგენლები არ დაიბნენ და არანაკლები ენამოსწრებულობით უპასუხეს უამრავ გამომხმაურებელს. ვინც მომხმარებლებისა და ბრენდის ამ შეხმატკბილებული მიმოწერის სანახავად გაეშურებით, თან პოპ-კორნიც მომარაგებაც არ დაგავიწდეთ – ქართულ სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი ბიზნეს გვერდების ისტორიაში იშვიათად თუ შეხვდებით ბრენდის მიერ ასეთ ლაღ და ფამილარულ დამოკიდებულებას საკუთარ მომხმარებელთან, რაც თავის მხრივ სამომავლოდ ლოიალობის მაღალ ხარისხში აუცილებლად გადაიზრდება. 2 დღეში პოსტმა 6000-მდე მოწონება და 4000-მდე გამოხმაურება დააგროვა, რა შედეგის მიღწევაზეც კონტენტის ვირუსული ეფექტი და მომხმარებლებთან რეაგირების ფორმა რომ არა, უამრავი თანხა უნდა დახარჯულიყო.
საბოლოო ჯამში კი დაუგეგმავად Waldmann-ის ძვირფასი კალამი, ყველაზე მეტი მოწონების მქონე კომენტარის ავტორს ერგო, რომელსაც ისღა დარჩენია რომ შესაბამისი დონის ქაღალდი იპოვოს და ზემოთ ნახსენები ტომეული შემოგვთავაზოს.
დაინტერესებულთათვის კი აქვე ავღნიშნავთ, რომ აღნიშნულ ბრენდს 100 წელზე მეტი ისტორია გააჩნია, ამ მოდელის პირველი ეგზემპლარი კი 1958 წელს შეიქმნა და Waldmann-ის დიდ კოლექციაში სულაც საშუალო ღირებულების მქონეა. ტრადიციული Guilloche ტექნოლოგია იყო ელეგანტური, გრავირებული ხაზების ნიმუში და უკვე არსებობდა 100 წლის წინ. ამ წლების ტრადიციის შესაბამისად, ლიმიტირებული გამოცემის კალმის თავსახური და ტარი მორთულია იმავე ფართო ხაზების ნიმუშით. ყველა ხილული კომპონენტი დამზადებულია მყარი ვერცხლისგან 925, კომბინირებული ვერცხლის მასით დაახლ. 66 გ . 145.00 მმ სიგრძის კალამზე.18 კარტიანი ოქროს საშუალო ზომის კალმის წვერი ამ უჩვეულო საიუბილეო საწერ ინსტრუმენტს სრულყოფილს ხდის.ამ მაღალი ხარისხის მოდელს აქვს 100 ცალი შეზღუდული რაოდენობის კალამი და თითოეული მათგანი დანომრილია . კალამი გახდა სტივენ სპილბერგის რჩეული, რომელიც, 2002 წელს, თავის საკულტო ფილმში, ,,Catch Me If You Can” გადაიღო, ლეონარდო დიკაპრიოსა და ტომ ჰენქსის მონაწილეობით
მოკლედ კალამი, რომელიც ყველა გათვლებით ჩაკ ნორისის საკუთრება უნდა ყოფილიყო, დღეს საქართველოში, Benice – ბინაის369-ის ხელშია და ისტორიის დაწერას ელოდება.