in

სლოვენიის ბაზარზე „ბიბლუსი ჯგუფის” ფლაგმანის, XS Toys-ის ახალი მაღაზია გაიხსნა

ბიბლუსი ჯგუფი” სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად მან XS Igrace-ის (XS Toys) რიგით მეორე ფლაგმანი მაღაზია გახსნა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მოლში BTC – CITY PARK -ში მდებარეობს.

XS Toys ცნობილი, უმაღლესი ხარისხის პროდუქციის კომპანიაა. ის აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Hasbro, Mattel, LEGO, MGA, Spin Master, Jazwares and Bruder, Moose, Schleich, TY და სხვა. აღსანიშნავია, რომ ბრენდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ სლოვენიაში 10-15 ობიექტის გახსნას გეგმავს.

საცალო ვაჭრობის მიმართულებით „ბიბლუსი ჯგუფი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია. მის შემადგენლობაში შედის მაღაზიები, რომლებსაც ყველა იცნობს: „ბიბლუსი”, „პეპელა”, XS Toys, მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცეები – „მულტი” და კაფეების ქსელი „პიატო”. ამჟამად კომპანიის სავაჭრო სივრცეების რაოდენობა 125-ს შეადგენს.

[R]

სამი დამფუძნებლის გვარის აბრევიატურა, რომელსაც დიდი ხანია მარტივად ცნობთ

მაქსიმალური ტემპერატურა, რომელსაც ადამიანის სხეული გაუძლებს — კვლევა