in

საბურთალოზე „ბიბლუსის” პირველი ფრენჩაიზ მაღაზია გაიხსნა

თბილისში, ჯიქიაზე სეირნობისას საზეიმოდ გაფორმებული მაღაზია, „ბიბლუსის” ცნობილი ლოგო და დასახელება შემოგვხვდა. ერთი შეხედვით, უცნაური არაფერია, „ბიბლუსის” მაღაზიები ხომ თბილისში არაერთ ადგილას შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა ლოგოზე წარწერამ „პარტნიორი“ განსაკუთრებულად მიიქცია ჩვენი ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ მომენტში სხვა საქმეზე მიგვეჩქარებოდა, მაინც გადავწყვიტეთ, დავინტერესებულიყავით, რა ხდება, ამიტომ რამდენიმე წუთით შევჩერდით.

მაღაზიაში შესულებს ასეთი ამბავი დაგვხვდა – თურმე ეს ბრენდის ერთ-ერთი მორიგი ფილიალი კი არა, პირველი ფრენშაიზ მაღაზია ყოფილა,რომელიც სულ ახლახან გაიხსნა და აქ აბსოლუტურად ყველაფრის შეძენაა შესაძლებელი, რაც „ბიბლუსის” ოფიციალურ მაღაზიებში.

ინფორმაცია ბრენდის წარმომადგენლებთანაც გადავამოწმეთ და როგორც აღმოჩნდა მათთვის ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ფრენშაიზ პარტნიორობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ენდობა „ბიბლუსს” და ანდობს მას საკუთარ ბიზნესს. მართალია, ჯერ მხოლოდ პირველი პარტნიორი მაღაზიის გახსნის მომსწრენი გავხდით, თუმცა „ბიბლუსში” გვითხრეს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ფრენშაიზის გაცემას აპირებენ, რადგან მსურველი არც ისე ცოტაა.

Handwrytten — რობოტები, რომლებიც ადამიანების ხელნაწერს ბაძავენ

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ კამპანიის ფარგლებში მძღოლებმა პერსონალური გზავნილები მიიღეს