in

BIC-ის კალამი გიგანტურ სანათად აქციეს

BIC Cristal-ის 75-ე წლის იუბილეს, ანუ 1950 წელს პირველად წარდგენილ ვერსიას, მიეძღვნა ის, რასაც სურათზე ხედავთ — BIC Lamp პარიზში, Maison&Objet 2026-ზე, იტალიური დიზაინის ბრენდმა Seletti-მ წარადგინა. პირდაპირ რომ ვთქვათ, საკულტო კალამი განათებად აქცია:

BOG
BOG

დიზაინერ მარიო პაროლისთან ერთად შექმნილი კოლექციის ფარგლებში სანათი სამი კლასიკური ფერით წარადგინეს: შავი, ლურჯი და წითელი. ამასთან, სამი ტიპის BIC Lamp არის ხელმისაწვდომი — ჩამოსაკიდი, სადგამი და კედელზე დასამაგრებელი. თითოეულში კი სწორედ ის მასალებია გამეორებული, რომლებიც ორიგინალ კალამში გვხვდება. ერთადერთი სხვაობა LED განათებაა. რაც შეეხება ზომას, შესანიშნავია ისეთი დიდი ინტერიერებისთვის, როგორებსაც მისაღებ ოთახებში, სტუდიებსა და ოფისებში ვხვდებით.

შეგახსენებთ, რომ 1950 წლიდან ასეული მილიარდი BIC Cristal გაიყიდა, ამიტომაც ხშირად მეოცე საუკუნის საკულტო, ყველაზე ხშირად გამოყენებულ პროდუქტად მიიჩნევა…

AI აგენტები, რომლებიც 2026 წელს მარკეტინგის ლანდშაფტს ცვლის

Impossible Foods – როგორ გაჩნდა „ხორცი ხორცის გარეშე”