ეს არის წარმოუდგენელი ისტორია ბიჭზე, რომელსაც ძალიან უყვარს სწავლა. 9 წლის დენიელ კაბრერა ფილიპინებში დედასთან ერთად ცხოვრობს. უკიდურესი გაჭირვების გამო, პატარა ოჯახს საჭმელიც აკლია და ისეთი ელემენტარული ფუფუნების საგნებიც, როგორიც ელექტროენერგიაა. ამ სევდიანი ამბის ნათელი წერტილი დენიელია, რომელსაც მიუხედავად სიშორისა, არასდროს ეზარება სკოლაში წასვლა, არც გაკვეთილების მომზადება… მაგრამ აქ ხშირად აწყდება პატარა პრობლემას. შუქის უქონლობის გამო, დენიელი თითქმის ყოველ საღამოს, McDonald’s–ის რესტორანთან პატარა სკამით მიდის და სარეკლამო აბრის განათების ქვეშ ასრულებს დავალებებს. ამ წარმოუდგენელი ისტორიის კიდევ ერთი გმირი, ჯოის ტორენფრანცია. სწორედ მან შენიშნა ბიჭუნა და გადაწყვიტა ფოტოზე აღებეჭდა ის, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფოტო გოგონამ სოციალურ ქსელში ატვირთა და სწორედ ამ ერთი მცირე მოქმედებით დენიელის მთელი ცხოვრება ნამდვილ სასწაულად აქცია.
9 წლის ბიჭს, რომელიც პოლიციელობაზე ოცნებობს, ახლა ელექტროენერგიაც აქვს და სწავლისთვის საჭირო ყველა პირობაც. რესტორნისგან კი, რომელიც აქამდე მხოლოდ განათებით ეხმარებოდა, ახლა სერიოზულ ფულად დახმარებას იღებს.