in

პატარა ბიჭისა და ფუტკრის მეგობრობის უჩვეულო ისტორია – Wind-ის ვიდეორგოლი შეუზღუდავ ურთიერთობებზე 

იტალიურმა კომპანია Wind-მა თავის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში მეგობრობის ყველაზე უჩვეულო ისტორია წარმოგვიდგინა. ვიდეო, რომელიც ბრენდისთვის სააგენტო Ogilvy-მ შექმნა, სკოლის მოსწავლე ბიჭისა და პატარა ფუტკრის ემოციური მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარმა გმირმა სხვა ბავშვების მიერ საწვალებლად დამწყვდეული ფუტკარი გაათავისუფლა. ამ უკანასკნელმა კი მის გადამრჩენელს სიკეთე არ დაუვიწყა და მასთან მეგობრობა გადაწყვიტა. მართალია, ამ ორმა ერთმანეთს იმდენად კარგად გაუგეს, რომ ყველა საქმეში გვერდიგვერდ იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა იმასაც კარგად ხვდებოდნენ რომ სრულიად სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნოდნენ და მათთვისაც დადგა განშორების დრო. მიუხედავად სევდიანი ფინალისა, მობილური ოპერატორი კომპანიის ბოლო სლოგანი მაინც ტოვებს იმედს, რომ ურთიერთობები სრულიად შეუზღუდავია.

 

“გახდი მილიონერი!” – Crocobet-ის ვიდეორგოლი

ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ თავიანთ კარიერასა და ცხოვრებაში