in ,

ბიჭუნა, რომელსაც სხეულში რონალდოს სული ჩაუსახლდა – Nike–ის რეკლამა

2016 წლის ფეხბურთის ჩემპიონატისთვის მრავალფეროვანი რეკლამები იქმნება ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით. სააგენტო W+K–იმ Nike–ისთვის უბრალო ვიდეორგოლი კი არა, 6 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი შექმნა.

ხუმრობით შეიძლება ვთქვათ, რომ ინგლისის ოცნება მხოლოდ ამ გზით თუ ასრულდება. Cristiano Ronaldo–ს ინგლისის ნაკრებში მისტიური გზით თუ ჩაიგდებენ ხელში.

ვიდეო “The Switch” რონალდოს და ინგლისელი ფანი ბიჭის ამბავზეა, რომელსაც ფეხბურთელი დაეტაკება და იმ მომნტში “სხეულების გაცვლა” მოხდება.

 

https://www.youtube.com/watch?v=scWpXEYZEGk

 

ბიჭუნას სხეულში რონალდოა, თავისი ნიჭითა და შეუპოვრობით. ეს ბიჭი იზრდება და მისგან საუკეთესო ფეხბურთელი ყალიბდება. ერთ დღესაც მოედანზე  რონალდო და “რონალდოს სხეული” შეხვდებიან, ორივე უნაკლოდ თამაშობს, მაგრამ კულმინაციურ მომენტში ისინი ერთმანეთს ეჯახებიან და ყველაფერი თავის ადგილზე დგება. რონალდო თავის საყვარელ სხეულს უბრუნდება, ფანი ბიჭუნა კი უკვე სერიოზული გამოცდილების მქონე, საუკეთესო ფეხბურთელია.

ჭირი იქა, ვარსკვლავი ფეხბურთელები აქა…

#13ივნისი- ერთად ყველაფერი შეგვიძლია

Kit Kat-ის პირველი გასართობი “კარცერ-ლუქსი” მეცადინეობით გადაღლილი სტუდენტებისთვის