ადამიანებს განსაკუთრებით სიამოვნებთ, როდესაც მხატვრული თუ ანიმაციური ფილმის პერსონაჟებთან პოულობენ მსგავსებას. თუ ამის მტკიცებულება გსურთ, შეხედეთ 2 წლის ბავშვის, სახელად კენზოს, ბედნიერ ღიმილს… ბიჭუნამ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ Encanto-ს პერსონაჟი, ანტონიო, ვიზუალურად ძალიან ჰგავდა მას.
“როგორც კი კენზომ ანტონიო დაინახა, თვალი ვერ მოაშორა. ფიქრობდა, რომ რეალურად საკუთარ თავს ხედავდა დიდ ეკრანზე, ანიმაციის პერსონაჟის სახით”, — ამბობს კენზოს დედა, კაჰეიშა ბრენდა. იგი დასძენს, რომ ანიმაცია სხვა მხრივაც ემოციური აღმოჩნდა მისთვის, რადგან აფრო-ესპანელების, ლათინოამერიკელებისა და კოლუმბიის ყველა ასპექტს შეეხო.
ბრენდამ ანტონიოთი მოხიბლული პატარა ბიჭის ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, რის შემდეგაც პოსტი ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში. როგორც აღმოჩნდა, ბევრი ადამიანი ხედავს სხვადასხვა ანიმაციურ პერსონაჟთან მსგავსებას — კენზოს შემთხვევამ კი მათ საკუთარი ვერსიების გაზიარებისკენ უბიძგა.