in

ბიტკოინი ისევ გაძვირდა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი გაიზარდა. როგორც გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, შესაძლოა, ასეთი ცვლილება „ტრეიდერებისთვისაც“ მოულოდნელი იყო.

ფოტო: Bloomberg

ოფიციალური სტატისტიკით, ჰონგ – კონგში, 1 ბიტოკინის ფასი 5.9%-ით გაიზარდა და $5,087.54-ს მიაღწია. თუმცა, ეს ერთეული შემთხვევა არ არის, შესაძლოა, ითქვას, რომ ბაზარზე ზრდის ტენდენციაა – გაძვირდა კიდევ ორი კრიპტოვალუტა Ether და XRP.

სპეციალისტები და კრიპტოვალუტით მოვაჭრეები თვლიან, რომ ამ სფეროში, აღმავლობის ახალი ეტაპი იწყება. თუმცა, სკეპტიკოსების აზრით, ბოლო დროს შემოღებული რეგულაციებისა და ინსტიტუციონალური, დიდ კომპანიებთან დაკავშირებული ინვესტორების გამო, ეს ყველაფერი ერთჯერადი და დროებითია.

Avengers 4-ის ახალი ტრეილერი

ნეიროსტიმულატორი კონცენტრაციის, სწავლისა თუ აზროვნების პროცესის გასაუმჯობესებლად