in

იცოდით, რომ დიდი ბრენდების იდეები პატარა ადგილებიდან იწყება?

როცა საქმე ადგილის ბრენდინგს ეხება, საინტერესო მოსაზრებები იჩენს თავს… ვის არ მოუნდებოდა იმის თქმა, რომ წვლილი შეიტანა, მაგალითად, ნიუ-იორკის განვითარებაში? რა თქმა უნდა, ეს თქვენი მუშაობის ხარისხზე მეტყველებს. მაგრამ ყველაზე ძლიერი ბრენდები არიან ისინი, რომლებიც ჰყვებიან საინტერესო ამბებს. სიმართლე კი ის არის, რომ, რაც უფრო პატარაა ადგილი, მით უკეთესია ამბავიც…

ნაკლებად ცნობილ ადგილებში ბრენდინგს შეუძლია, უფრო დიდი გავლენა მოიპოვოს იმ ბრწყინვალე შეხედულებებსა და ამბებზე ყურადღების მიქცევით, რომლებსაც სხვაგვარად ვერავინ მოისმენდა. მართალია, პარიზი და ლონდონი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ ნაკლებად ცნობილი ადგილების არჩევა ჯობს. ეს უცნობი ბენდის პოვნას ჰგავს მანამ, სანამ ისინი ცნობილები გახდებიან. 

უცნობის ბედნიერება

ნაკლებად ცნობილი ადგილებისთვის მომხმარებლებსაც ნაკლები მოლოდინები აქვთ… ხოლო, როცა პატარა ბრენდი გაქვთ, უფრო მარტივია იმ ელემენტების პოვნა, რომლებიც თქვენს აუდიტორიას სიამოვნებას მიანიჭებს. საზოგადოებაც უფრო ფართოა, ცდუნებას კი ის წარმოადგენს, რომ ყველასთვის ყველაფერი იყოთ, რათა დიდი ინტერესი დაიმსახუროთ. თუმცა პრობლემა შემდეგია: როცა ყველას ელაპარაკები, შენი არავის ესმის…

როგორც ჩანს, ამას ტასმანიის დასავლეთ სანაპირო კარგად იაზრებდა — კამპანიაში ასახელებდნენ სივრცეს, როგორც forever left of centre-ს და ესაუბრებოდნენ იმ აუდიტორიას, რომელიც ველურ ადგილს ეძებდა. დიახ, ეს ყველა ადამიანს არ მოიცავს, მაგრამ მათი პოზიციონირება ძალიან ძლიერი იყო, რაც, როგორც უკვე ვახსენეთ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

მსგავსი ადგილების რიცხვს უელსი და შოტლანდიაც უერთდება, მაგალითად, Visit Wales-მა შექმნა ძლიერი დიზაინის სისტემა, რაც საკულტო ტიპოგრაფიას მოიცავდა. გამოყენებული ფოტოებით ზუსტად გადმოსცეს პატარა ქვეყნის სული და აამაღლეს ისე, რომ უელსს კონკურენციის გაწევა გლობალური ადგილებისთვისაც კი შეეძლო.

წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება

ეს კონკრეტული ადგილის ბრენდინგის საკითხსაც კი შეიძლება გასცდეს, რის საუკეთესო მაგალითს Brixton Brewery წარმოადგენს — შექმნეს იმიტომ, რომ მისი დამფუძნებლების აზრით, ყველა უბანს სჭირდებოდა კარგი ლუდი. იგი ახლა გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით იყიდება, მაგრამ ბრენდი ყურადღების მიქცევას თავდაპირველი ადგილისთვის მაინც განაგრძობს, ზუსტად იმ გზის არქიტექტურას იმეორებს, რომლის პატივსაცემადაც სახელი დაერქვა. დიახ, იმის გაცოცხლებით, რაც კონკრეტულ ადგილს განსაკუთრებულს ხდის, ბრენდი უფრო მიმზიდველი ხდება.

გამონაკლისების გაზრდა

„პატარა ადგილი, დიდი ბრენდინგის გავლენის“ აზროვნება ხშირად გვხვდება კონკურენტულ ბრენდებში, რომლებმაც იციან, რომ მათ არ შეუძლიათ ბაზარზე არსებულ ტოპ ბრენდებთან შეჯიბრება. სანაცვლოდ, ისინი ღრმად ჩადიან იმაში, რაც მათ ბრენდს უნიკალურს ხდის. ეს გამონაკლისის სავარჯიშოდ შეიძლება ჩაითვალოს — ისინი არ აპირებენ ტოპ ბრენდების მომხმარებლების მოპარვას, არამედ სურთ ისინი, ვისთანაც საუბარს რეალურად შეძლებენ.

დაბოლოს, ამ მიდგომით ნებისმიერი კატეგორიის ბრენდს შეუძლია სარგებლის მიღება. ეს სწორედ ის არის, რაც ამ ბრწყინვალე, პატარა ადგილების ბრენდებმა უკვე გაიაზრეს — მათ დრო გამოყვეს ფარული რაღაცების მოსაძებნად, იპოვეს ის მომხიბვლელი დეტალები, რაც ამბავს ჯადოსნურს ხდის და ბრწყინვალე ე. წ. სთორითელინგი, რითაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაც კი შეუძლიათ.

ლისი პერსპექტივა: უნიკალური ხედი და უზრუნველი მომავალი

რა ხდებოდა Spotlight 2022-ზე?