Disney+-მა სუპერთასის აუდიტორიას “მარველის” სერიების შესახებ ამცნო. 30-წამიანი ვიდეორგოლი ლოკის, ვანდას, ვიჟენს, შევარდენსა და ზამთრის ჯარისკაცზე გვიყვება. სერიები უფრო დეტალურად გვიამბობს ამ სუპერგმირებზე. ეს Disney+-ის პირველი რეკლამაა სუპერთასზე. სუპერთასი სარეკლამო ინდუსტრიისთვის განსაკუთრებული ყოველწლიური მოვლენაა. მას ათობით მილიონი მაყურებელი ჰყავს, ხოლო წელს, მის ეთერში 30-წამიანი რეკლამის განთავსება 5.6 მლნ ღირდა.
სუპერთასზე Marvel-ის სერიების რეკლამა გამოჩნდა












