in

Big Idea Challenge – ბრიტანეთის საბჭოს კონკურსი

მათთვის, ვისაც გაქვთ ინოვაციური სტარტაპი და გსურთ იგი მსოფლიოს გააცნოთ, ბრიტანეთის საბჭო კონკურსით “Big Idea Challenge” საშუალებას გაძლევთ, შეიტანოთ განაცხადი საკუთარი იდეის განსახორციელებლად. მოგების შემთხვევაში თქვენ 25.000 გირვანქა სტერლინგის წილი და ლონდონში სასწავლო ტური გერგებათ.

BOG
BOG

ასევე, კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ Spark • სპარკი-ს 5 დღიანი მოსამზადებელი პროცესი გაიარონ და იდეის დახვეწისა და განვითარების გამოცდილება მიიღონ.

მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიების ადამიანებს:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ან კონსერვატორიის სტუდენტი;
  • ამავე უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ან 35 წლამდე ახალგაზრდა მეწარმე;
  • მიღებული გაქვთ მონაწილეობა “Creative Spark” პროექტის რომელიმე ღონისძიებაში;

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან არა უმეტეს სამი ადამიანისგან შემდგარი გუნდისთვის.

კონკურსის სამი კატეგორია:

ციფრული ტექნოლოგიები;
სოციალური სფერო;
კრეატივი-შემოქმედებითი ინდუსტრია;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 26 მაისი. დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს.

უბრალოდ, გულიანი საჩუქრის გაზიარების ძალა! – “პური გულიანის” კამპანია

L’Oreal მომხმარებელს თმის ფერს შეურჩევს