მაკდონალდსმა თავის საკულტო Big Mac-ს საკუთარი ავტოგრაფი მიანიჭა. მიუხედავად გლობალური პოპულარობისა მას შემდეგ, რაც 1967 წლიდან სწრაფი კვების ობიექტის მთავარ ელემენტად იქცა, აქამდე არასდროს ჰქონია თავისი ხელმოწერა… ახლა კი, ასიათასობით ერთგული თაყვანისმცემლის, ხელოვნური ინტელექტის მაგიის დახმარებით და სარეკლამო სააგენტო NORD DDB-ის კონცეპტუალიზაციის წყალობით, Big Mac „ოფიციალურ ვარსკვლავად“ იქცა.

საბოლოო შედეგის მიღებამდე, მაკდონალდსმა მომხმარებლებთან გამოკითხვა ჩაატარა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ბურგერის ავტოგრაფი. კონცეფციების რაოდენობამ 256 000-ს მიაღწია, Dynamic Time Warp AI-ის გამოყენებით კი ავტოგრაფის ერთი კონკრეტული ვერსიაც შეიქმნა. კერძოდ, ინდუსტრიულმა რობოტმა, რომელიც 3D ბეჭდვის ტექნიკითაა აღჭურვილი, ბურგერის სახელით მოაწერა ხელი.











