in

BIG Sam’s-მა Food-კონტენტჩელენჯის გამარჯვებულები გამოაცხადა

40 000 ₾ საპრიზო ფონდი, Food-კონტენტჩელენჯი, ტიკტოკის გათამაშება – ასე დაიწყო დაახლოებით ორი თვის წინ BIG Sam’s-ის დიდი გათამაშება, რომელმაც უამრავი კრეატორი საერთო მისიით გააერთიანა – გადაეღოთ ისეთი ვიდეო, სადაც აუცილებლად გამოჩნდებოდა BIG Sam’s-ის ბრენდი და აეტვირთათ ტიკტოკზე, ჰეშტეგით, #bigsamschallenge.

გათამაშება დასრულდა და გამარჯვებულებიც ცნობილია. ჩელენჯი მალე მოედო ტიკტოკს და გამოქვეყნდა 500 ვიდეო, რომლებსაც ჰქონდა 50 მილიონამდე ნახვა, 2 მილიონამდე ლაიქი, 50 000-ამდე კომენტარი და 300 000-ამდე გაზიარება – ციფრები, რომლებიც ცხადყოფს, რომ კამპანია უბრალოდ ერთჯერადი აქტივობა კი არ იყო, არამედ ფართო მასშტაბის სოციალურ ფენომენად იქცა. 

ასეთ მოცულობაში უკვე რთული იყო მხოლოდ ადამიანური შეფასებით გამარჯვებულის გამოვლენა, სწორედ ამიტომ BIG Sam’s-მა არჩევანი Hapttic-ზე გააკეთა, როგორც ანალიტიკურ პარტნიორზე, რომელმაც პროცესს გამჭვირვალე, სამართლიანი და ობიექტური ფორმა მისცა.

Hapttic-მა 500-ამდე ვიდეო დეტალურად დაამუშავა და მთლიანი მონაცემები გარდაქმნა ერთიან, გამჭვირვალე ანალიტიკურ სისტემად. შეფასება მოიცავდა არა მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებლებს, არამედ სიღრმისეულ, თვისებრივ ანალიზსაც: კრეატიულ მიდგომებს, ჩართულობის ხარისხს, ტრენდებთან შესაბამისობასა და აუდიტორიის რეალურ რეაქციებს. ამ მრავალგანზომილებიან ანალიზს დაეყრდნო BIG Sam’s გამარჯვებულების გამოვლენისას და მიიღო არა უბრალოდ შედეგი, არამედ მონაცემებზე დაფუძნებული რჩევები, რომლებიც მომავალ კამპანიებს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. რეალურ დროში შექმნილი ანალიტიკური შეხედულებები კი ბრენდს აძლევს შესაძლებლობას, მსგავსი მასშტაბის ჩართულობა სტანდარტად აქციოს და კრეატორებთან ურთიერთობა კიდევ უფრო გააძლიეროს.

გამარჯვებულ კრეატორთა სია კი ასე გამოიყურება:

საუკეთესო კრეატორის გამარჯვებულია @pipi and david!

საუკეთესო დამწყები კრეატორის გამარჯვებულია @VIVIEURR

ბიგ სემის რჩეული კრეატორი გახდა @COTNE GELASHVILI

[R]

ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს

კომპანიებს ტექნოლოგიები არ გარდაქმნიან, ამას ადამიანები აკეთებენ