in

40 000 ₾ საპრიზო ფონდით, ფუდკონტენტ ჩელენჯი იწყება – ჩაერთე BIG Sam’s TIKTOK გათამაშებაში

TikTok-ზე სქროლვას „ბიგ სემი” უფრო აზრიანსა და აზარტულს ხდის – კონტენტკრეატორებისთვის, ქართული ტიკტოკის ისტორიაში ყველაზე დიდი ფუდკონტენტ გათამაშება 24 ოქტომბრიდან იწყება, რომელიც 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მონაწილეებს სუპერპრიზების მოგების შანსს აძლევს.

როგორც ყველა გათამაშებას, ამასაც თავისი წესები აქვს, რომლებიც არც ისე რთული შესასრულებელია. პირიქით, ვისაც TikTok-ზე ვიდეოების ატვირთვა უყვარს, კიდევ მეტი ხალისით ჩაერთვება.

რა უნდა გააკეთო?

გადაიღე ვიდეო TikTokზე, სადაც აუცილებლად გამოჩნდება ბიგ სემის ბრენდი: ფილიალი, შეფუთვა, კერძი ან სხვა ელემენტი, რომელიც ატარებს ბრენდის განწყობას. უკეთესია, თუ ვიდეო გადაღებული იქნება ბიგ სემის ფილიალში. ამისთვის ფილიალებზე გადაღებისთვის უზრუნველყოფილია შტატივი, მიკროფონი და მცირე განათება. გარდა ამისა, ვიდეოს გადასაღებად ადგილზე შეგიძლიათ, მიიღოთ ‑40% ფასდაკლება კონკრეტულ კერძებზე.

გადაღების შემდეგ ატვირთე ვიდეო TikTokზე ჰეშტეგით #bigsamschallenge.

რას მიიღებ სანაცვლოდ? ყველაზე დიდი პრიზები Food კონტენტის მიმართულებით

საუკეთესო კრეატორი ის იქნება, ვისაც ჯამურად ყველაზე მეტი ნახვა ექნება (მინიმუმ 2 მილიონი ნახვა/წვდომა (Reach) კამპანიის პერიოდში). ეს გამარჯვებული მიიღებს 20 000 ლარს.

საუკეთესო დამწყები კრეატორი – არ იფიქრო, რომ შანსები მხოლოდ დიდ კრეატორებს აქვთ. ეს კატეგორია სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ დამწყებმა კრეატორებმაც მიიღონ მონაწილეობა და გამოავლინონ თავი.

ამ შემთხვევაში აუცილებელია კონტენტკრეატორს ჰყავდეს 20 000 ან ნაკლები გამომწერი და ეს თავად დაამტკიცოს ფოტო და ვიდეოსქრინების გამოგზავნით მეილზე [email protected], სადაც ნაჩვენები იქნება, რომ კამპანიის დაწყებამდე კრეატორს ამდენი გამომწერი ჰყავს. გამარჯვებული კი 10 000 ლარს მიიღებს. მისი პოსტების ჯამური ნახვა უნდა აჭარბებდეს 1 მილიონ ნახვას/წვდომას (Reach).

ბიგ სემის რჩეული – კიდევ ერთი კატეგორიაა, რომელშიც გამარჯვებულს „ბიგ სემი” გამოავლენს და საშუალებას მისცემს, გახდეს პროფესიონალი კონტენტკრეატორი. ამ პრიზის პრეტენდენტს უნდა ქონდეს ატვირთული მინიმუმ 1 ვიდეო რომელიმე ფილიალიდან (საბურთალოს, ვაკის ან/და რუსთაველის ფილიალები) და მინიმუმ 1 ვიდეო შეფუთული კერძების გახსნის. ყველა ვიდეოზე უნდა გამოიყენოს ჰეშთეგი #bigsamscreator. კონტრაქტი მოიცავს 30 კონტენტვიდეოს ბიგ სემისთვის 3 თვის განმავლობაში, ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, ავტომატურად, 3 თვით გახანგრძლივებით.

პრეტენდენტმა საკუთარი გვერდის ბმული, მოკლე პრეზენტაცია, როგორი იქნება მასთან კოლაბორაციით ბიგ სემის კონტენტი, ასევე, სტატისტიკა, ფოტო და ვიდეოსქრინების სახით, უნდა გამოაგზავნოს მეილზე: [email protected].

წესებსა და პირობებს კიდევ უფრო დეტალურად შეგიძლიათ, ამ ბმულზე გაეცნოთ.

გადაახალისე შენი TikTok ახალი გამოწვევით, რომელიც გაზრდის შენი გვერდის პოპულარობას და სოლიდური პრიზების მოგებაშიც დაგეხმარება. 

[R]

„გრძნობებს ყველაზე კარგად გიტარით გადმოვცემ” – გიზი ფანჯაკიძე

კანის სწორად მოვლა – როგორ გამოვიყენოთ ჰიალურონი და რეტინოლი