ახალი წელი რომ სასწაულებისა და ჯადოსნური საჩუქრებისაა, ეს „ბიგ სემმა” კიდევ ერთხელ დაამტკიცა. კურიერს, რომელმაც წლის განმავლობაში ობიექტიდან ყველაზე მეტი შეკვეთა გაიტანა, სიურპრიზი მოუწყო და სულ ახალი სკუტერით დააჯილდოვა. ამისთვის არც „ნამდვილი სანტას” მოწვევა დავიწყებია და სცენარიც ისე გაიწერა, რომ კურიერისთვის ეს სიახლე სრულიად მოულოდნელი ყოფილიყო.
„შრომა ყოველთვის ფასდება” – ამბობს ბრენდი, ხოლო დანარჩენს კი ვიდეოში უკვე თავადაც იხილავთ.










