რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზე, Street Food-ზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ადრე, ძირითადად, საზღვარგარეთ ან ფილმებში ვხვდებოდით, როგორ იყიდებოდა ბურგერი, პიცა, ჰოთ-დოგი პატარა ბარში, პარკების წინ ფურგონებში ან სულაც ქუჩაში, დღეს საქართველოშიც ბევრი ბურგერ ბარი ან სხვა ტიპის ობიექტია, სადაც „სტრიტ ფუდი“ იყიდება. თანდათან გაიზარდა მოთხოვნა კერძებზეც – თუ თავიდან მხოლოდ ბურგერი იყო „საინტერესო“, ახლა, მომხმარებლის არჩევანი უფრო მრავალფეროვანია. შესაბამისად, დღითიდღე კიდევ უფრო იზრდება ამ ტიპის ობიექტების რაოდენობა, მათ შორისაა „სტრიტ ფუდ“ ბარი Big Sam’s.
„Big Sam’s იგივე „ბიგ სემი“ თბილისში პირველი Street Food ბარია. ჩვენთან კერძების ძალიან ფართო ასორტიმენტია: ბურგერი, პიცა, ტაკო, ჰოთდოგი, ბურიტო, ჩიზსტეიკი. და რაც მთავარია – ყველაფერი ძალიან გემრიელი და მაღალი ხარისხის“, – გვიყვება „ბიგ სემის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი გორდელაძე.

„სტრიტ ფუდ“ ბარის გახსნა, ზუსტად ბაზარზე ამ ტიპის საკვებზე მოთხოვნის ზრდის გამო გადაწყვიტეს. მით უმეტეს, რომ დამფუძნებლებს ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ – რესტორნების ქსელის „ჭაშნაგირისა“ და Mugsy’s Burger-ის შემდეგ, მათ „ბიგ სემის“პირველი ობიექტი, დაახლოებით, 1-წლიანი მზადების შემდეგ გახსნეს.
ირაკლი გორდელაძე: გვინდოდა, ყველა ის კერძი გვქონოდა, რომელიც ძალიან პოპულარულია და ასე უყვარს ქართველ მომხმარებელს. შესაბამისად, შევქმენით მრავალფეროვანი მენიუ. გვაქვს 5 კატეგორია და თითოეულში გამორჩეულად გემრიელი კერძები. მათ შორისაა 8 სახეობის პრემიუმ ბურგერი და ჯუნიორ ბურგერები. გარდა ამისა, სტუმრებს ვთავაზობთ „ბიგ სემის“ საფირმო ტაკოს, ბურიტოს, პიცას, ჰოთდოგს, ჩიზსტეიკს და ბურგერს. ჩვენი შეფ მზარეული გერმანიაში კულინარიულ აკადემიაში სწავლობდა, სხვადასხვა მაღალი კლასის სამზარეულოში 8-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. მასთან ერთად შევქმენით Big Sam’s-ის მენიუ, რომელიც „სტრიტ ფუდის“ არცერთ მოყვარულს გულგრილს არ დატოვებს.
პანდემიის პერიოდი არსებული ბიზნესისათვის ძალიან რთული აღმოჩნდა. Big Sam’s კი ზუსტად ამ პერიოდში გაიხსნა . . .
პანდემიის პერიოდი, ჩვენი სფეროსთვის, განსაკუთრებით მტკივნეულია. ეპიდსიტუაცია და სხვადასხვა რეგულაცია, მომხმარებლებსაც აფერხებს. თუმცა, მეორე ფაქტორიც არის – ასეთ დროს იზრდება მოთხოვნა მიტანის სერვისზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი ორივე ფილიალიდან, მთელი თბილისის მასშტაბით, შესაძლებელია საკვების გამოძახება – გვაქვს ჩვენი „დელივერი“ სერვისი. ასევე, ვთანამშრომლობთ „გლოვოსთან“ და „ვოლტთან“. პირველი ფილიალი (ალ. ყაზბეგის #2, მუშაობს დილის 04:00-მდე) ე.წ. ლოქ დაუნის პერიოდში გავხსენით. მინდა აღვნიშნო, რომ იმ სიტუაციაში საკმაოდ კარგი სტარტი გვქონდა, ნამდვილად ძალიან კმაყოფილები ვართ. მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, ვფართოვდებით ჩვენც.

მეორე, „გალერია თბილისის“ ფილიალი რამდენიმე დღეა, რაც გავხსენით, სადაც მომხმარებელს Big Sam’s-ის გამორჩეული მენიუ, საფირმო კერძები და არაჩვეულებრივი გარემო ელოდება.


Street Food-ზე მოთხოვნასთან ერთად, ქალაქში, ამ ტიპის კვების ობიექტების რიცხვიც გაიზარდა. Big Sam’s რითია გამორჩეული?
ეს არ არის მხოლოდ საბურგერე, ან პიცერია. ჩვენთან ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია – ტაკო, ბურიტო, პიცა, ჰოთდოგი, ბურგერი, ჩიზსტეიკი. შესაბამისად, ნებისმიერი მომხმარებელი, ვისაც „სტრიტ ფუდი“ უყვარს, აუცილებლად აღმოაჩენს მისთვის საინტერესო კერძს. საკუთარი რეცეფტით ვაცხობთ ბურგერის ფუნთუშას. ჩვენ თვითონ ვამზადებთ მაიონეზს, სხვადასხვა სოუსისთვის. ასევე, ვაცხობთ ტაკოს და ბურიტოს ტორტილას (ლავაშს). ყოველდღიურად ვიყენებთ ახალ, უმაღლესი ხარისხის ქართულ ხორცს და ზოგადად, ყველა კერძი უმაღლესი ხარისხის პროდუქტებითა და ინგრედიენტებით მზადდება. ხარისხი, Big Sam’s-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, ისევე როგორც – გარემო. Big Sam’s პრემიუმ ხარისხის „სტრიტ ფუდ“ ბარია. ამიტომ, ვეცადეთ, თავიდანვე სწორი მიდგომა გვქონოდა და შეგვექმნა ისეთი ბრენდი, „ბიგ სემის“ ხარისხს რომ შეეფერება.
ვინ იმუშავა ბრენდინგზე?
ბრენდინგზე ხატია არველაძემ და დანტემ იმუშავეს. ვიზუალები, შეფუთვა, ლოგო – ზუსტად პასუხობს Big Sam’s-ის შინაარსს – ხარისხიანი, მრავალფეროვანი და გამორჩეული მენიუ, დახვეწილი და საინტერესო გარემო.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . .
ამ წელს 2 ობიექტის გახსნა გვქონდა დაგეგმილი და ეს წარმატებით შევძელით. ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას, რომ ზოგადად, „სტრიტ ფუდის“ პოპულარობას შევუწყოთ ხელი. პანდემიის დასრულების შემდეგ კი, ახალი ობიექტების გახსნას და ქსელის განვითარებას ვაპირებთ.
[R]

















