ბავშვის სევდიანი თვალებით ყოველთვის გაცილებით უფრო მეტის გაგება შეიძლება, ვიდრე მისი ტირილითა თუ წუწუნით. ამასთან, შესაძლოა სრულიად მოულოდნელად ერთი შეხედვით უმნიშვნელო საჩუქარიც კი დიდი სიხარულის მომტანი იყოს. სწორედ მსგავსი სიუჟეტი გვხვდება ამერიკის საფოსტო მომსახურების ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში, რომელიც სააგენტო McCann-მა მოამზადა. გარდა ემოციური ამბისა, ვიდეორგოლის მთავარი მიზანი ამერიკის ფოსტის სწრაფი სერვისის რეკლამირებაა – ისეთ გადატვირთულ პერიოდშიც კი, როგორიც ახალი წელია, ფოსტა სრულიად შეუფერხებლად და უხარვეზოდ მუშაობს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=54&v=LAz-I-Ur94E