in

2020 წლის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მიღწევები და მარცხები

veon
veon

2020 წელი ტექნოლოგიური ინოვაციების თვალსაზრისით მართლაც მრავალფეროვანი იყო. ზოგიერთმა მათგანმა დიდი წარმატება მოიპოვა, ზოგიერთი კი უბრალოდ ჩრდილქვეშ დარჩა.

სტატიაში კი წარმოდგენთ 2020 წლის 11 უდიდეს ტექნოლოგიურ გამარჯვებას და დამარცხებას.

1. დამარცხებული – ვირტუალური რეალობა

მართალია, პანდემიურმა სიტუაციამ კიდევ უფრო მეტად მოითხოვა ვირტუალური რეალობის არსებობა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ტექნოლოგია მაინც ვერ სარგებლობს პოპულარობით. ნაცვლად ვირტუალურ სივრცეებში გადანაცვლებისა, ხალხმა არჩევანი სხვა თავშესაქცევებზე გააკეთა, რომლებიც უკვე ჰქონდათ და არ სჭირდებოდათ ათასობით დოლარის დახარჯვა.

2.დამარცხებული – სოციალური ქსელების საარჩევნო ეტიკეტები

სოციალური ეტიკეტები, იარლიყები ემსახურება დეზინფორმაციის გავრცელებას და მისი არასწორი შინაარსის გამომჟღავნებას. ის სწორედ არჩევნების დროს გამოიყენეს, თუმცა, დღის ბოლოს როგორც აღმოჩნდა, მისი მუშაობა მაინც არ იყო ეფექტური.

3. დამარცხებული – Quibi

Quibi-ის ხანმოკლე ცხოვრება ოქტომბრის ბოლოს დასრულდა. მისი მოხმარება აპრილიდან შეეძლოთ მომხმარებლებს, თუმცა, როგორც ჩანს, პანდემიურ სიტუაციას ვერ გაუძლო და მალევე დაივიწყა ხალხმაც.

4. დამარცხებული – Uber და Lyft 

პანდემიური სიტუაცია მთელი მსოფლიოსთვის კრიზისული იყო, რაც კომპანიებში სამუშაო ადგილების შემცირებაზეც აისახა. მაისში Uber-მა 3 700 თანამშრომელი გაათავისუფლა, რაც მისი მუშახელის დაახლოებით 14%-ია. ასევე, Lyft-მაც განაცახდა სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ.

კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, იმედოვნებენ, რომ მალე შეძლებენ კრიზისული მდგომარეობიდან თავის დაღწევას.

5. დამარცხებული – აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა

მართალია, დონალდ ტრამპმა TikTok-ის აკრძალვა გადაწყვიტა, რადგან მისი აზრით, მსგავსი აპლიკაციები კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებისა და ტრაფიკის ანალიზის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა როგორც ჩანს, მისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია. ამ ეტაპზე პრეზიდენტის ბრძანება სასამართლოს მიერ დასტურს ელოდება. ვაშინგტონში, აშშ-ს საოლქო მოსამართლემ კარლ ნიკოლსმა განაცხადა, რომ ტრამპმა უფლებამოსილებას გადააჭარბა.

6. გამარჯვებული –  პერსონალური კომპიუტერის მწარმოებლები

ალბათ, შეხსენება არ გჭირდებათ, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კომპიუტერს ჩვენს ყოველდღიურობაში. წელს, როგორც არასდროს, მისი არსებობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, რადგან ყველაფერმა – სამსახურმა, უნივერსიტეტმა, სკოლამ მასში მოიყარა თავი.

პანდემიის საწყის ეტაპზე კომპიუტერის მწარმოებლებს უჭირდათ მუშაობა, რადგან ვერ ახერხებდნენ შესაბამისი მასალების იმპორტს, თუმცა რამდენიმე თვეში სიტუაცია შეიცვალა და ერთ-ერთ ყველაზე წამყვან საქმიანობად იქცა.

7. გამარჯვებული – ელექტრონული კომერცია

გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამ ჩვენ წინაშე დააყენა სოციალური დისტანციის, სახლში დარჩენის აუცილებლობა, წინ წამოიწია ელექტრონულმა კომერციამ. დღესდღეობით ის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ნებისმიერი სახის პროდუქციის მისაღებად.

8. გამარჯვებული – Zoom

ალბათ, 2020 წელს კორონავირუსთან ერთად Zoom ყველაზე ხშირად წარმოთქმული სიტყვაა! სწორედ მასში გადაინაცვლა ჩვენმა შეხვედრებმა, სამსახურმა, სწავლამ, კონფერენციებმა და ა.შ. მართალია, მასთან ერთად სხვა მსგავსი აპლიკაციებიც გამოიყენება, თუმცა ყველაზე მეტ აქტუალობას მაინც Zoom ინარჩუნებს.

9. გამარჯვებული – Nintendo Switch

Nintendo Switch სახლებში გამოკეტვის დროს ერთ-ერთ საუკეთესო თავშესაქცევად იქცა. მისი პოპულარობის გაზრდა კუნძულის სიმულაციური თამაშის (“Animal Crossing: New Horizons”) გამოცემამ განაპირობა, რომლის დებიუტიც 20 მარტს შედგა და ამ დროისთვის 26 მილიონი ერთეულია გაყიდული.

10. გამარჯვებული – დიდი ტექნოლოგიური კომპანიები

Google, Apple, Facebook, Microsoft და Amazon ის კომპანიებია, რომლებმაც კრიზისულ წელიწადს არა მხოლოდ გაუძლეს, არამედ ფინანსური ზრდაც მოიპოვეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კომპანიებს, ყველაფერი რიგზე აქვთ. ცალკეულ პრობლემებთან დასაპირისპირებლად 2021 წელი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყება.

11. გამარჯვებული – “გამოსასყიდი პროგრამის” ჰაკერები

ჰაკერების მიერ პროგრამების, კომპიუტერების დაბლოკვა 2020 წელს კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და მასიური სახე მიიღო. აშშ-ში განსაკუთრებით გააქტიურდა სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმა.

2020 წლის მნიშნელოვანი მეცნიერული მოვლენები

„თიბისელები შენთვის“ – თიბისელების საახალწლო საჩუქარი სოციალურად დაუცველ ოჯახებს