in

„ეს ტონიკის პირველი ქართული ბრენდია“ – ბაზარზე „ბუღა ტონიკი“ გამოჩნდა

„კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი პროდუქტის, „ბუღა ტონიკის“ წარმოება დაიწყო. პირველი ქართული მატონიზირებელი წყლის გემო, საქართველოს ბარმენთა ასოციაციასთან თანამშრომლობით შეირჩა და საუკეთესო არჩევანია კოქტეილების შესაქმნელად“.

ტონიკი, მსოფლიოში ცნობილი უალკოჰოლო, გამაგრილებელი სასმელია.

„ბუღა“ ტონიკის დაბალანსებული გემო იდეალურად აზავებს ნებისმიერ კოქტეილს – მომხმარებლის ფავორიტი „ჯინ & ტონიკის“ და „აპეროლ სპრიტცის“ მომზადება ამიერიდან ქართული ტონიკითაა შესაძლებელი.

„განსაკუთრებული გემოს წყალობით, „ბუღა ტონიკი“ლიმონათებისა და სხვადასხვა უალკოჰოლო სასმლის არაჩვეულებრივი დანამატია. პროდუქტი ნატურალური, პრემიალური ინგრედიენტებით მზადდება, შესაბამისად „ბუღა“ ტონიკი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

ტონიკის პირველი ქართული ბრენდი „ბუღა“ ს.ს. „წყალი მარგებლის“ ქარხანაში იწარმოება , რაც ხარისხის გარანტიაა“.

 

[R]

30 პრინტ რეკლამა, რომელიც ჟურნალის ფურცლვას გაგიხალისებთ

რატომაა უარის თქმის უნარი ლიდერებისთვის საჭირო?