in

10 თვის ბიგლი, რომელმაც პატრონს ჯერ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში უჩივლა და შემდეგ აქციაც მოუწყო

CARU-ს თანამშრომლების განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსმა 10 თვის ბიგლიმ სახელად „ბიგლუ“ უკვე დაამახსოვრა მომხამრებელს თავი იმით, რომ პირველი ძაღლი თანამშრომელი გახდა ქართულ კომპანიაში. ცოტა ხნის წინ ბიგლუმ გადაწყვიტა რომ მის ადამიანზე, ნიკაზე ეზრუნა უფრო აქტიურად და აღმოფხვრა „დაბრკოლება“, რომელიც ნიკას აკავებდა. ერთი საზიზღარი წიგნი რომ გამოიჭერდა ხოლმე ნიკას, აღარ უშვებდა. რისი განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსი იქნებოდა ბიგლუ? წიგნი სასწრაფოდ გააქრო…

BOG
BOG

თუმცა, არ ელოდა იმას, რაც ამ ამბავს შემდეგ მოყვა. ნიკა მოულოდნელად გაბრაზდა და მეორე დღეს ბიგლუ, არც მეტი არც ნაკლები, სამსახურში არ წაიყვანა. აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო. ბიგლუმ მთელს მის მიმდევრებს სოციალურ ქსელებში – ბიგლუს საკუთარი პროფილი აქვს ფეისბუკზე, აცნობა ამ ამბის შესახებ. დრამატული პოსტებით დაწყებული: “შენ რჩები“ არის ყველაზე ცუდი წინადადება რაც ადამიანებს მოუგონიათ“, დამთავრებული  ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ჩივილით:

ბოლოს ბიგლუმ ესეც არ აკმარა ნიკას და სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით აქციაც მოაწყო, რომელსაც ბიგლუს facebook მეგობრები უმალ გამოეხმაურენ:

საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ბიგლუ სამსახურში წაიყვანეს, ნიკა ხომ სიტყვის ადამიანია. CARU-ს თანამშრომლების განწყობამაც მაშინვე აიწია! თუმცა, საინტერესო ამბები გრძელდება – შემდეგ დღეს ნიკამ სამსახურში გათბობის დაღეჭილი „პულტი“ იპოვა… რამდენიმე დღის წინ კი ბიგლუ აქტიურად დაინტერესდა რატომაა რომ ნიკა ლეპტოპს არ ცილდება. გასარკვევია, რა ბედი ეწია ბიგლუს ამ შემთხვევაში.

ბიგლუს ამ და შემდგომი თავგადასავლების გაცნობა, მომხმარებელს, CARU-ს ფეისბუკის გვერდზე შეუძლია. ეს განწყობას უკვე არა მარტო თანამშრომლებს, არამედ ნებისმიერ მკითხველსაც აუმაღლებს.

შეგახსენებთ, CARU ავტომანქანაზე ზრუნვის პლატფორმაა. მისი მეშვეობით, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ღილაკის ერთი დაჭერით, იძახებთ ავტოასისტენტს, რომელსაც მიყავს მანქანა, ატარებს დიაგნოსტიკას, გითანხმებთ ხარჯებს, თანხმობის შემთხვევაში აკეთებინებს და მოჰყავს თქვენთანა ავტომობილი.

 

[R]

Project Artbeat-ის ორი არტისტი – თამო ჯუღელი და ქეთი კაპანაძე Nada Miami-ზე წარდგა

„ისთ ფოინთში“ საახალწლო გათამაშება დაიწყო