10
Sep
2019

გაიცანით ძაღლი, რომელიც CARU-ს მომხმარებლების განწყობაზე იზრუნებს

10 Sep 2019

სახელი – ბიგლუ. გვარი -აბაშიძე. სპეციალობა – მომსახურების მენეჯმენტი. წარმომავლობა – ბიგლი. ჰობი – ნიკას საფულის ღეჭვა, მანქანიდან თავგადმოყოფილი მგზავრობა და თამაში. ეს საყვარელი ცუგა, სულ რამდენიმე კვირის იყო, კომპანია CARU-ში რომ ამოჰყო თავი. მაშინ ჯერ ცუცქნა ბიგლი იყო, სახელის გარეშე. უკანა თათებზე, ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობის თითების გამო, მისი ყოლა არავინ ისურვა და CARU-ს დირექტორის, ნიკა აბაშიძის კაბინეტში, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. ოფისში მისულმა, CARU-ს ავტოასისტენტებს ელვის სისწრაფით შეაყვარა თავი და ცოტა ხანში თანამშრომელთა განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსის პუფში დაიდო ბინა. სამსახურის პარალელურად, ბიგლუმ პირადი ფეისბუკ პროფილი შექმნა და მეგობრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან სახალისო ამბებს უყვება. მისი გულშემატკივრების რიცხვმა ელვის სისწრაფით დაიწყო მატება. ბიგლუს გაცნობის სურვილი უამრავ ადამიანს გაუჩნდა. მეგობრული და მხიარული ხასიათის წყალობით, ბიგლუმ არამხოლოდ თანამშრომლების, არამედ მომხმარებლების სიყვარულიც სწრაფად მოიპოვა და სულ რამდენიმე თვეში, დღის წესრიგში მისი დაწინაურების საკითხი დადგა. ამჯერად, საყვარელმა ცუგამ თანამშრომელთა გარდა, მომხმარებლების განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტიც ჩაიბარა და დეტალებზე საუბარსაც არ დაგვზარდა:

M: ბიგლუ, სანამ მთავარ კითხვაზე გადავალთ, მოგვიყევი, თანამშრომელთა განწყობაზე ზრუნვა როგორ დაიწყე?

5 კვირის რომ ვიყავი, ნინიკომ და ანამ ნიკასთან მომიყვანეს. ნიკა ჩემი ადამიანია. მას მერე ნიკასთან ერთად ვარ. 3 თვის რომ გავხდი ნიკამ თქვა მაინც სულ ჩვენთან ერთადაა და ბარემ მუშაობაც დავაწყებინოთო და “თანამშრომლების განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსად დამნიშნეს”. ჩემი მოვალეობა იყო თანამშრომლების თასმების ღეჭვა, ყეფა, თამაში და მათ კალთაში ჯდომა.

M: რა ჰქვია შენს ახალ პოზიციას? ახალ პოზიციაზე რას გააკეთებ?

ჩემ ახალ პოზიციას თანამშრომლებისა და მომხმარებლის განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტი ქვია. ნიკამ მითხრა ეს უკვე დიდი პასუხისმგებლობააო. მაგრამ მე არ ვნერვიულობ, თუ რამეზე პასუხი არ მაქვს ხოლმე ნიკას ვეკითხები და მერე მაქვს ხოლმე.

სიმართლე გთხრათ კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო არ ვიცი. არც თავიდან ვიცოდი, უბრალოდ იმას ვაკეთებდი რისი კეთებაც მიყვარს. როგორც ჩანს ეს სხვებს ძალიან აბედნიერებს. მაგალითად ანას ძალიან უყვარს ხოლმე სამსახურში მოსულს რომ ვახტები და ვუყეფ. ასე იძახის რა მაგარია, დილა ჯერ არ დაწყებულა და უკვე დასაბანი ვარო.

M: როგორია შენი ემოციები და მოლოდინები?

ძალიან მიხარია. თავიდან ცოტა მეგობარი მყავდა, მერე ნიკამ Facebook გამიკეთა და ახლა ბევრი მეგობარი მყავს. ყველა სულ კარგ რაღაცებს მწერს ხოლმე და წარმატებას მისურვებენ. წარმატება მაგარი რამეა, რაც გიყვარს იმას აკეთებ და ყველას უხარია. ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

[R]

განხილვა