in

ნახეთ: BigPixel Studio-მ შანხაის 195 გიგაპიქსელი რეზოლუციის მქონე დეტალური პანორამა წარმოგვიდგინა

ერთიანი კომპოზიცია ცალკეული ფოტოსურათების შერწყმით არის შექმნილი

BigPixel Studio, ოფიციალურად Shanghai Jingkun Technology, 2014 წლიდან ქმნის ქალაქების სუპერ მაღალი რეზოლუციის პანორამულ სურათებს. მისი ბოლო, 195 გიგაპიქსელიანი რეზოლუციის მქონე ფოტოსურათი შანხაის “აღმოსავლეთის მარგალიტის კოშკის” ზედა ნაწილიდიდანაა გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ BigPixel-ის დეტალური 360° პანორამები არა სატელიტური სურათების გამოყენებით, არამედ “ტრადიციული” კამერით გადაღებული მრავალი სურათის შერწყმით არის შექმნილი, რომელთა დამუშავებაზეც კომპანიის შიდა ტექნოლოგიების დახმარებით მუშაობენ.

რადგანაც ფოტოსურათი ეფექტური მარკეტინგული იარაღია, აღნიშნული კომპანიის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მრავალი ფირმა ქირაობს. მუშაობის პროცესში ფოტოებს თვეების განმავლობაში იღებენ და ვიდრე საბოლოო კომპოზიციის ნაწილად იქცევა, ინდივიადუალურად მუშავდება.

მსგავს ფოტოსურათებს ესთეტიკურთან ერთად საინტერესო ფუნქციური დატვირთვაც ენიჭება – მათი გამოყენება სათვალთვალო მიზნითაც არის შესაძლებელი, თუმცა ამას ძალიან დიდი დრო და უამრავი სურათის გადაღება სჭირდება. ვიდრე ამ შედეგამდეც მივიდოდნენ, ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია, დავტკბეთ ქალაქების მრავალფეროვნებით და თვალის დევნებით, თუ როგორ იცვლება ისინი დროთა განმავლობაში.

თეკოსა და კოტორის გათოლიების ამბავი „ლივინგსტონის“ ახალ ციფრულ ლაბორატორიაში

უელსის ერთ-ერთ ტბაზე გამოსახული “სიცოცხლის ხე” – დერი მორონის ფოტოები