in

BIIMO Augmented Reality NFT და ციფრული ქუჩის ხელოვნება


ციფრული ხელოვნება ყოველდღიურად ვითარდება და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მეტ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში, რაც ასევე NFT ტექნოლოგიის დამსახურებაა. საქართველოში ბევრი დაიწერა NFT-ის შესახებ, მაგრამ თუ დამწყები ხართ და გაინტერესებთ მეტი ინფორმაცია, შეგიძლიათ, ჩვენს სტატიას გაეცნოთ.

დღეს გვინდა ვისაუბროთ ქართველი ხელოვანის BIIMO-ს შესახებ, რომელიც NFT-ს, Augmented Reality და ფიზიკურ ინსტალაციებს ქმნის. მისი წარმატებული NFT კოლექციის “NFT PILLS”-ის 6 ნამუშევრის ბრუნვამ  95.000$ – ზე მეტს შეადგენს, სულ მალე კი ამ კოლექციაში დამატებით ახალი 7 ნამუშევრის აუქციონიც გაიმართება.

BIIMO ქართველი ხელოვანი და აქტივისტია. მისი ინსტალაციების თემა ძირითადად თანასწორობას, იდენტობას და გამოხატვის თავისუფლებას ეხება. ინსტალაციებში BIIMO იყენებს მრავალფეროვან მულტიმედია ინსტრუმენტებს, მათ შორის ფიზიკურ სკულპტურას, AR-ს, ციფრულ ხელოვნებას, მუსიკას და ვიდეო პროექციას.

Augmented Reaity პროექტის შესახებ:

პროექტის კურატორია ArtUp – Street Gallery. როგორც გალერეის დამფუძნებელი ლევან გელიაშვილი გვეუბნება, ძალიან საინტერესო პროექტი მოამზადეს და ინსტალაციებს გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიის დახმარებით იწყებენ. ვფიქრობ, ამ პროექტის წინ ძალიან დიდი გამოცდილება გველოდება. ეს არის რეალური სამყაროს და ციფრული სამყაროს შერწყმა, რაც ძალიან დიდ ემოციას იწვევს. მაყურებლის მონაწილეობის გარეშე ასეთი ნამუშევრებს ვერ ნახავთ, ეს გულისხმობს ინტერაქციას და ჩართულობას, რაც უფრო ღირებულს და ხელშესახებს ქმნის პროექტს“, — აღნიშნავს ლევანი.

როგორც იცით, გაფართოებული რეალობა ინტერაქტიულ გამოცდილებას წარმოადგენს, სადაც რეალურ სამყაროში არსებულ ობიექტებს ემატება კომპიუტერის/მობილური ტელეფონის დახმარებით შექმნილი, აუდიო, ვიდეო, ანიმაცია, 3D სკულპტურა, ტექსტი და სხვა მედია. სწორედ ამ ტექნოლოგიის დახმარებით იწყებს BIIMO AR ინსტალაციებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში იქნება განლაგებული და მის ნაწილს AR NFT კოლექცია წარმოადგენს. კოლექციონერებს შეეძლებათ ამ ნამუშევრების ყიდვა, რომელიც შეიძლება იყოს სკულპტურა, ანიმაცია, ნახატი, ვიდეო და სხვა… ეს ნამუშევრები განთავსებული იქნება ქუჩაში კედელზე, მეტროში, პოსტერზე ან სხვა მასალებზე.

„ჩემი აზრით, ეს მიმდინარეობა „ციფრული ქუჩის ხელოვნება“. ჩემი ნამუშევრები განთავსდება ქალაქებსა და ქუჩებში.ადამიანებისთვის დამატებითი რეალობის და გამოცდილების შექმნა ძალიან მიზიდავს. ნამუშევრების შექმნა შემიძლია სხვადასხვა  ზედაპირზე, ლოკაციაზე, კედელზე და ა. შ. ციფრული ხელოვნების და ფიზიკური სამყაროს კვეთა დიდ თავისუფლებას მაძლევს“, — ამბობს BIIMO.

პირველი AR ლოკაცია არის მარჯანიშვილის მეტროსადგური. აქ თქვენ დღეიდან შეგიძლიათ იხილოთ ინსტალაცია სახელით „კოტე გაბრაზებულია 🔥“. გამორჩეული ლოკაციაა და როცა ვუყურებდი კოტეს, სულ ვფიქრობდი, რას იტყოდა უცებ აქ, ახლა რომ აღმოჩნდეს? რა რეაქცია ექნებოდა? ჩემი აზრით გაბრაზდებოდა. რა თქმა უნდა ცოტა იუმორითაც ვუყურებ, წარსული დროიდან, რომ ჩნდებიან გმირები თანამედროვე სამყაროში და იბნევიან… კოტეზე ეს ემოცია მქონდა სულ. ალბათ, ბევრ რამეზე გაბრაზდებოდა კიდევ…“

BIIMO-ს ინსტალაციები უკვე დაგეგმილია ვენეციაში და რომში, საქართველოში კი პროექტის პირველი  ინსტალაციის სანახავად უნდა ჩახვიდეთ მარჯანიშვილის მეტროსადგურში, დადგეთ ბიუსტის წინ და გააქტიუროთ ინსტაგრამ ფილტრი. 

ამისათვის რაიმე დამატებითი აპლიკაცია არ დაგჭირდებათ, გადახვალთ BIIMO-ს ინსტაგრამ პროფილზე და მენიუში არის AR ფილტრების ღილაკი, ან ამ პირდაპირ ბმულზე.

ინსტალაციის ვიდეო და ნამუშევრების ფოტო მასალები:

Web: https://biimo.art/ 

Instagram: https://www.instagram.com/biimo_official/ 

Twitter: https://twitter.com/BiiMO_Official 

TikTok: https://www.tiktok.com/@biimo_official 


Vileda, სახლის იდეალური სისუფთავის გარანტი გერმანიიდან

ქართველი სპეციალისტები დისტანციურად მუშაობაზე გიყვებიან