in

24 ოქტომბერს Bike Fest 2015 ჩატარდება

Bikes.ge გატყობინებთ, რომ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს 11:00 საათზე ქალაქ თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ველო ფესტივალი, რომელიც გაგრძელდება რამდენიმე საათს და მოიცავს სხვადასხვა სახის აქტივობას.

BOG
BOG

პრესლერიზი BIKE FEST 2015

ველოფესტივალი “Bike Fest 2015” არის ქართული ველოსპორტის ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური ღონისძიება, რომელიც აერთიანებს შეჯიბრებას ექსტრემალური ველოსპორტის სახეობა “Downhill”-სა და “Bunny Hop”-ში, ველო თამაშებს, სერვისის ე.წ. მასტერკლასს, ველოსიპედების გამოფენას, ფოტომოყვარულთა კონკურსსა და სხვა არაერთ საინტერესო და გასართობ აქტივობას.

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ველოკულტურის განვითარებასა და, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს, ისე უბრალოდ ველომოყვარულებს, რომლებსაც დროის სასიამოვნოდ და ჯანსაღად გატარება სურთ. გათამაშდება ველოსიპედიც და ამას გარდა, ფესტივალი სტუმრებს არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს პირდება.

ფესტივალის ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge

https://www.facebook.com/events/1642380182646406/

“ნუ გაიხედავ უკან” – ახალი სოციალური რეკლამა

გურამ დოჩანაშვილის საჩუქარი 13 ივნისის მოხალისეებს და მათ, ვისაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს!