in

15 ოქტომბერს ვაკის პარკში ველოფესტივალი Bike Fest 2017 გაიმართება!

ველოფესტივალი Bike Fest-ი არის ქართული ველოსპორტის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც წელს, დაარსებიდან უკვე მესამედ ტარდება და 15 ოქტომბერს, ტრადიციულად, ვაკის პარკში ეპატიჟება მონაწილეობის მსურველებსა და გულშემატკივრებს.


Bike Fest 2017 აერთიანებს შეჯიბრს ექსტრემალური ველოსპორტის სახეობა Downhill-სა და Cross Country-ში, ველოთამაშებს, სერვისის ე.წ. მასტერკლასს, ველოსიპედების გამოფენასა და სხვა გასართობ აქტივობებს. ფესტივალის უპირველესი მიზანია, ხელი შეუწყოს ველოკულტურის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ველორბოლა მოიცავს ორი კატეგორიის შეჯიბრს – Downhill, სწრაფი დაშვება და Cross Country, სამთო რბოლა. ორივე კატეგორის შეჯიბრი გაიმართება კუს ტბის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. ბილიკის შესახებ დეტალების ნახვა ფესტივალის Facebook-ის გვერდზეა შესაძლებელი. ზუსტი მონაცემები ცნობილი გახდება ფესტივალამდე 1 კვირით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ბილიკის დაზიანება, წინასწარ შესწავლა და ა.შ.

ველოთამაშები – სხვადასხვა სახის გასართობი თამაშები ველომოყვარულებისათვის, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულები და გამორჩეულად აქტიურიმონაწილეები ტრადიციულად დაჯილდოვდებიან.

Service Lab – მექანიკოსების ერთგვარი მასტერკლასი სპეციალურად Bike Fest-ისათვის. პროფესიონალების მომსახურება და რჩევები სრულიად უსასყიდლოდ ნებისმიერი მსურველისათვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინიტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე გასცემენ პასუხს.

ველოსიპედების, ნაწილების, აქსესუარებისა და ეკიპირების გამოფენა – 2017 წლის ველოინდუსტრიის ისეთი წამყვანი ბრენდებისგან, როგორებიცაა: GHOST, KONA, AUTHOR, SR SUNTOUR, CANE CREEK, SAPIM, KORE, SPANK, FIVE TEN, 100%, BNB RACK, MITAS და MAXXIS-ის ახალი, 2017 წლის კოლექციის ჩვენება Bike Fest-ის სტუმრებისათვის. GHOST-ის ყველასთვის ცნობილი მოდელების გატესტვის შესაძლებლობა ნებისმიერი მსურველისათვის სრულიადუსასყიდლოდ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ ყველაფრის გარდა, ფესტივალი გთავაზობთ სხვა არაერთ სასიამოვნო სიახლესა და სიურპრიზს, რომლის ნახვა უკვე 15 ოქტომბერს ვაკის პარკში იქნება შესაძლებელი. ყველას, ვისაც სურს ჯანსაღ, სასიამოვნო და მხიარულ გარემოში დროის გატარება Bike Fest 2017 ნებისმიერი ასაკის ადამიანს უმასპინძლებს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.

ინდოეთში​ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება! – FIFA U-17​-ის ვიდეორგოლი

მსოფლიოში პირველი 8K რეზოლუციის VR სათვალე, რომელმაც Kickstarter-ზე შვიდ დღეში 1 მილიონი დოლარი შეაგროვა!