17
Oct
2019

20 ოქტომბერს ველოფესტივალი Bike Fest გაიმართება

17 Oct 2019

20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მთაწმინდის პარკში ქართული ველოსპორტის ისტორიაში მასშტაბური ველოფესტივალი Bike Fest გაიმართება. იგი კავკასიაში პირველი ველოფესტივალია და უკვე მეხუთე წელია, თბილისში ყოველ წელს, ოქტომბერში იმართება.

ველორბოლა ორი კატეგორიის შეჯიბრს მოიცავს – Down Hill, სწრაფი დაშვება და Cross Country, სამთო რბოლა. ორივე კატეგორიის შეჯიბრი მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე გაიმართება. ფესტივალი აერთიანებს ველოსპორტის ექსტრემალურ სახეობებში შეჯიბრს, სამთო ველორბოლას, ველოთამაშებს, ველოსიპედებისა და ელექტრო ველოსიპედების სატესტო გასვლებს, ველოსიპედების გამოფენასა და სხვა გასართობ აქტივობებს. მისი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ველოკულტურის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

Bike Fest ოთხი წლის წლის წინ, 2015 წლის 24 ოქტომბერს დაარსდა და თბილისში, ვაკის პარკში, ჩატარდა. შეჯიბრის ორგანიზატორები ველოსიპედის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანები არიან – ისინი, ვისაც სურთ, სამთო ველოსპორტის თანამედროვე კულტურა საქართველოშიც დამკვიდრდეს. სწორედ მათ ჩაატარეს საქართველოში პირველი ექსტრემალური ველორბოლა სამთო კატეგორია “დაუნჰილში” 2007 წელს. მას შემდეგ, ყოველ წელს ტარდებოდა უამრავი სახის შეჯიბრი, თუ მსვლელობა ველომოყვარულებისა და სპორტსმენების ჩართულობით. ამ ყველაფერს ორგანიზებული სახე ველოფესტივალ Bike Fest-ის შექმნით მიეცა.

შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს.

განხილვა