in

Nestlé-მ ყავის ჩენჩოები გადაამუშავა და ველოსიპედი შექმნა

Nestlé ნარჩენების გადამუშავებისა და მისი ათვისების სრულიად ახალ შესაძლებლობებს იყენებს. კომპანიამ ჯერ ყავის ჩენჩოები გადაამუშავა, მიღებული ნედლეულით კი, შვედურ Vélosophy-სთან ერთად, 1 000 ველოსიპედი „შექმნა“. პროექტს ორი მიზანი აქვს – გარემოზე ზრუნვა და ქველმოქმედება.

იასამნისფერი ველოსიპედი, ხის კალათით – დამზადებულია ყავის გადამუშავებული ჩენჩოებისგან/Photo Credit: CNN

CNN წერს, რომ ყავის ჩენჩოების ერთჯერადი გამოყენება, შემდეგ კი მათი ნარჩენების სახით დატოვება, სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. თანაც, შეუძლებელია მისი ჩვეულებრივ საწარმოში გადამუშავება. სწორედ ამიტომ,​ Nestlé-ს ჯგუფში შემავალმა Nespresso-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ოპტიმალური გამოსავალი ეპოვა.

Vélosophy-ისთან თანამშრომლობით, ყავის მოყვარულებს ალუმინის შემცველი „ნესპრესოს“ გარსის გადამუშავების პოტენციალს ვაჩვენებთ. ასეთი ველოსიპედის შექმნა, მდგრადი განვითარებისა და სტილის ერთობლიობაა, ეს სერიოზული გამოცდილებაა. კომპანიამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რეალურ ცხოვრებაში, ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა“, – ამბობს Nespresso-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ დუვოიზინი.

Vélosophy: ვამაყობთ, რომ მომავლის ველოსიპედის თანაშემქმნელები ვართ/Photo Credit: CNN

ყავის გადამუშავებული ჩენჩოებით შექმნილი ველოსიპედი, ბუნებრივია, შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. მისი ფასი $1,443-ია.

პროექტს, გარემოზე ზრუნვის გარდა, საქველმოქმედო მიზნებიც აქვს. როგორც Vélosophy-ის წარმომადგენლებმა თქვეს, ყოველ გაყიდულ ველოსიპედზე, აფრიკაში, განაში მცხოვრებ ერთ სკოლის მოსწავლე გოგონას აჩუქებენ ველოსიპედს, რომ „მათთვის განათლება უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს“.

დასაკეცი კაიაკი, რომელიც 9 კილოს იწონის და 2 წუთში იხსნება

ფონტი, რომელიც კატის კუდის შთაგონებით შეიქმნა