in

ბილაინი გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მობილური ოპერატორი “ბილაინი” გაყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. Marketer.ge ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

BOG
BOG

 

ბილაინი ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას და მისი 1.3 მილიონამდე მომხმარებლის მომსახურებას, მის 350-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად. 2018 წელი კომპანიამ წარმატებით დაასრულა და განახორციელა 21 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარებაში და უფრო დიდ ინვესტიციას განახორციელებს 2019 წელს.

ბილაინი დიდი ჯგუფის ნაწილია და  როგორც ნებისმიერი მსგავსი ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა – ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობს და კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებისთვის.

როგორ მოვამზადოთ კომპანიის რესურსი დისტანციურად მუშაობისთვის

მარიო ვარგას ლიოსა თბილისს ეწვევა