in

„ფეხბურთმა შეიძლება მოგკლათ“ — რას გვეუბნება ბილბორდები მელანომის შესახებ?

ცურვამაც და ველოსიპედის ტარებამაც, თუ კანს მზისგან არ დაიცავთ და მის მდგომარეობას ხშირად არ შეამოწმებთ… პარიზის ოლიმპიადის, Tour de France-ის, უიმბლდონისა და Euro 2024-ის პარალელურად, გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Melanoma Fund სპორტს იმისთვის იყენებს, რომ ზაფხულში მზისგან დაცვის უგულებელყოფის საფრთხე დაგვანახვოს. მართალია, მელანომა პირველ სტადიაზე 100%-ით განკურნებადია, მაგრამ მაინც ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ კიბოთა რიცხვს მიეკუთვნება — მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად 2300 ადამიანის სიკვდილს იწვევს… 

BOG

კამპანია Silhouettes კი სპორტის მოყვარულებს ახსენებს, კანის მდგომარეობა შეამოწმონ. პოსტერების სერიაზე ასახულია, ერთი შეხედვით, უვნებელი ხალი, რომელიც მელანომად გარდაიქმნება. თუმცა სპორტის თემატიკასთან რომ დაეახლოვებინათ, თითოეულს ფეხბურთელის, მოცურავის ან ველოდიპედისტის ფორმა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ გარე აქტივობებს თან ახლავს მრავალი სარგებელი, ბევრი სპორტსმენი უარყოფს მზისგან დაცვას, არ აფასებენ შესაბამისად მის თანმდევ რისკებს. იმაზე ხაზგასმით, რომ მზის კრემის გარეშე გარეთ ყოფნა შეიძლება ფატალური იყოს, ჩვენ მიზნად ვისახავთ მზისგან დაცვის მნიშვნელობაზე გავამახვილოთ ყურადღება, დავეხმაროთ მელანომის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენასა და პრევენციას და გადავარჩინოთ სიცოცხლე, — განმარტავენ ექიმები.

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Neverland-მა Clear Channel-თან ერთად იმუშავა, რითაც ღირსეულად გააგრძელა T&P-ის გზა, რომელმაც მელანომის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ფრჩხილის სტიკერები გამოუშვა.

სიყვარულის და ოლიმპიური თამაშების სინთეზი — Welcome to the City of Love

„უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ – BTU, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს