in

ბილბორდებად ქცეული მენტალური სირთულეები — The Self Space-ის კამპანია

მათზე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების დაწერილი ისტორიები გამოფინეს

მენტალური მდგომარეობის გამო გაერთიანებულ სამეფოში 10-დან 9 ადამიანი დისკრიმინაციას განიცდის და ნაკლებ ემპათიასთან აქვთ საქმე, რაც საკუთარი აზრების გაზიარებას მეტად ართულებს. ეს უკანასკნელი კი სწორედ ის არის, რის გამოც მენტალური ჯანმრთელობის მომსახურების კომპანია The Self Space-მა სააგენტო Calling-თან ერთად ე. წ. ბილბორდების კამპანია წამოიწყო…

BOG

ჩვენ საერთო ხედვა გვქონდა, გვინდოდა მხარი დაგვეჭირა ადამიანებისთვის იმ გზებით, რომლებიც მათ აგრძნობინებდათ, რომ ხედავენ და უსმენენ. Calling-ის სააგენტო ამ პროექტის კრეატიული თუ თერაპევტული ელემენტების დიდებული პარტნიორი იყო, — აცხადებს ჩენს მარშალი, კამპანიის თანადამფუძნებელი. 

სააგენტომ რეალურ ადამიანებს სთხოვა, გულწრფელად დაეწერათ თავიანთი მენტალური მდგომარეობის შესახებ ბრენდის წერილების სერიაში. შემდეგ კი ბილბორდებზე ფოტოგრაფ ჩარლი კლიფტის პორტრეტებთან ერთად განათავსა. ჩანაწერებში ზოგიერთი დედობაზე საუბრობდა, ზოგი დანაკარგზე, ზოგი მიტევების საკითხებზე… ასობით ჩანაწერს ნახავთ, რომელთაგანაც ნაწილი ხელითაა დაწერილი, ნაწილი — დაბეჭდილი.

ამ კამპანიაში მონაწილეობაზე ყველა ინდივიდი დადებითად იყო განწყობილი, მაგრამ ჩვენი ვალდებულება გახლდათ, რომ ისინი ამ პროცესში დაგვეცვა… ამიტომ, მათ ე. წ. ვორქშოფები ჩავუტარეთ და პროცესი თერაპევტებთან ერთად მიმდინარეობდა. ჩვენი ერთ-ერთი ეთოსია ნამუშევარში თვითიდენტიფიცირება და ზოგჯერ ეს იმის დანახვას ჰგავს, თუ როგორი ხართ ბედნიერი ან ტრავმირებული. ამან შექმნა ბუნებრივი სინერგია მომხმარებელსა და სააგენტოს შორის, — აცხადებს რანი პატელი, სააგენტოს თანადამფუძნებელი. 

თითოეული სიტყვა ციფრული ბიბლიოთეკის ნაწილი გახდა და უკვე Shoreditch-შია გამოფენილი. იდეა კი საუბრების წამოწყებას ეფუძნება იმ საგანზე, რომელიც ახლოა ორივე მხარისთვის — იმედოვნებენ, რომ ასობით წერილში ადამიანები თავიანთ მსგავსსაც იპოვიან და გამბედაობას, რათა საკუთარი ამბავიც გაგვიზიარონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს გარე მედია სივრცეების გამოყენების რადიკალური და ინტიმური გზაა, რომელსაც სურს, ჩვეულებრივ ამბად აქციოს მენტალურ კეთილდღეობაზე საუბარი.

„ალბათ, როცა უკან მოვიხედებით, ასე ვიტყვით: გახსოვს ტაბუდადებული თემა რომ იყო შფოთვით აშლილობაზე საუბარი? ან ვიღაც დეპრესიულად რომ გრძნობდა თავს? შვილი რომ სულ ახლახან გააჩინა და არ იცოდა, როგორ ეგრძნო თავი? ეს მცირე ჩამონათვალია იმათგან, რასაც მოუთმენლად ველოდები. ეს საზოგადოებაში ახალი ეტაპის ნაწილია, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ერთმანეთთან ურთიერთობის ახალი გზა, — განმარტავს პატელი. 

მარშალი კი იმედოვნებს, რომ ამ წერილების გაზიარებით დავანგრევთ სტიგმას მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და წამოვიწყებთ საუბრებს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. თითოეული სიტყვა სცილდება იმ იდეას, რომ ჩვენი ამბები უნდა დაიმალოს, აქ არის თვითგაძლიერების, დაძლევის, ბრაზის, დაკარგვისა და სიყვარულის ისტორიები.

„როცა ხელზე თვალი ამოგდის“ — სიურრეალისტური ანიმაცია უჩვეულო სიუჟეტით

პროკრედიტ ბანკი Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ ყველაზე მაღალ შესაძლო რეიტინგს ინარჩუნებს