in

ტაილანდში სარეკლამო ბილბორდები მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრებად გადააკეთეს

ტაილანდის მეცხოველეობის განვითარების დეპარტამენტის გამოკითხვის თანახმად, 6.7 მილიონი ძაღლიდან, რომლებიც ქვეყანაში არიან აღრიცხულები, 750 000 მიუსაფარი ძაღლია და მათი რიცხვი დღემდე მუდმივად იზრდება. გამოკითხვამ ისიც დაადგინა, რომ მხოლოდ ბანგკოკში 100 000-დან 300 000-მდე ქუჩის ძაღლია, რომლებიც უპატრონოდ არიან. ამის გამო ეს ცხოველები ქალაქის ქუჩებში დადიან და ხშირად ხდებიან ავარიების, ძალადობისა თუ მძიმე კლიმატური პირობების მსხვერპლნი.

საკითხის სიმწვავემ მოტივაცია გაუჩინა ტაილანდურ კომუნას Stand for Strays, რომელმაც მაწანწალა ძაღლებისთვის ფუნქციური თავშესაფარი შექმნა. ყველაზე საინტერესო ამ ფაქტში ისაა, რომ ეს თავშესაფარი, სახელად, Allot Model, გადამუშავებული ბილბორდებისგან არის დამზადებული. მისი სტრუქტურაც ისეა აგებული, რომ ნებისმიერ ადგილას შეიძლება განთავსდეს. ამასთან, ის იცავს ადამიანის ოთხფეხა მეგობრებს როგორც სიცხის, ისე წვიმისგან.

გადაყრილი ან მოძველებული ბილბორდებისგან აგებული ეს პატარა სახლები ფორმით კარავს წააგავს. ის კედლებზეა მიმაგრებული და საყრდენი პლატფორმითაა დაფიქსირებული, რითაც ძაღლის თავშესაფარი ოდნავ შემაღლებულ ადგილას დგას, რაც მის კონტაქტს ამცირებს მიწასთან. კონსტრუქცია უზრუნველყოფს ძაღლის უსაფრთხოებასა და სისუფთავეს. ამას გარდა, წვიმიან ამინდში ცხოველები მშრალად დარჩებიან და მშვიდად დაიძინებენ საკუთარ სახლში.

საინტერესოა თავად იდეაც, რომელსაც ეს პროექტი ეფუძნება. ის სამი R-ის პრინციპს ეყრდნობა, რომელიც გარემოსდაცვით სისტემაში არსებობს: Reduce, Reuse, Recycle (შემცირება, ხელახალი გამოყენება და გადამუშავება). Stand for Strays-მა ერთდროულად ორი პრობლემის გადაჭრაზე იფიქრა: მიუსაფარი ძაღლების გადარჩენა გარემოს დაბინძურების გარეშე. თავშესაფრები მთლიანად დამზადებულია გადამუშავებული და ხელახლა გამოყენებული მასალებისგან და იმის გამო, რომ ის კედლებზეა მიმაგრებული, არც ლანდშაფტს აზიანებს.

24 ივლისს, ბოდი შოპი საკუთარ თავზე ზრუნვის დღესასწაულს მოაწყობს!

ქალი ფეხბურთელების პრობლემებზე ხაზგასასმელად, კვადრატული ბურთი შექმნეს