Biletebi.ge-ს მარკეტინგის ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – მარიშა გოგოლაური. ის წლების განმავლობაში ფინანსურ, ტექნოლოგიურ, სასტუმრო და სხვა ინდუსტრიებში ხელმძღვანელობდა საკომუნიკაციო პროცესებს, ახლა კი, ბილეთების ქართული პლატფორმისა და extra.ge-ის მარკეტინგს ერთდროულად გაუძღვება.
M: როგორც ვიცით, ექსტრასა და ბილეთების მარკეტინგს უხელმძღვანელებ – როგორია ამ ორი პლატფორმის გადაკვეთის წერტილები და განსხვავებები ამ ორ საქმეს შორის?
ორივე პლატფორმა – extra და Biletebi – მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებლებმა შეძლონ სასურველი და საჭირო პროდუქტი ერთ, მოსახერხებელ სიცრცეში შეიძინონ. extra-ს შემთხვევაში, ეს 50-მდე კატეგორიის ნივთებია, Biletebi-ს კი – სხვადასხვა ღონისძიებისა თუ სამგზავრო ბილეთები.
ორივე ბრენდს საერთო მიზანი აქვს – შექმნას მომხმარებლისთვის პლატფორმა, რომელიც გაუმარტივებს სასურველი პროდუქტის შეძენას და კარგი გამოციდლების მიღებას. ორივე პლატფორმა ადამიანებისთვის დადებით ემოციას აღვივებს – შოპინგისგან გამოწვეული სიხარული მსგავსია კარგი კონცერტის ან მოგზაურობის დაგეგმვის სიხარულის. განსხვავება მხოლოდ პროდუქტია. extra საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა, Biletebi კი – საქართველოში პირველი ბილეთების პლატფორმა.
M: რით არის შენთვის საინტერესო ორი ციფრული პლატფორმის მარკეტინგის ხელმძღვანელობა?
პირველ რიგში, საინტერესოა ორი განსხვავებული გუნდის მართვა. როგორც მენეჯერი, ვფიქრობ ეს საინტერესო გამოწვევა იქნება. რაც შეეხება ჩემთვის ახალ ბრენდს – Biletebi-ს, ვფიქრობ საინტერესოა extra-ში და სხვა კომპანიებში მიღებული გამოცდილების გაზიარება და სიახლეების დანერგვა.
M: რას მოიცავს შენი ახალი როლი?
ჩემი ახალი როლი მოიცავს extra.ge და biletebi.ge-ს მარკეტინგის დირექტორის პოზიციას. ჩემი მთავარი მიზანია, მომხმარებლებს ორივე პლატფორმის პროდუქტი კარგად გავაცნო და შევაყვარო, თანაბრად განვავითარო ორივე ბრენდი.
თითოეული ბრენდის მარკეტინგის გუნდი შედგება: დიზაინის, დიჯითალის, კონტენტის, ბრენდის, სტრატეგიის გუნდებისგან. რაც ასევე ჩემი დავალებაა, რომ ამ ადამიანების განვითარებაზე ვიზრუნო და მათთან ერთად სიახლეები დავნერგო.
M: როგორია შენი გეგმები და მოლოდინები ახალ პოზიციაზე?
მოლოდინები, რა თქმა უნდა, დიდია, რადგან ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო სფეროა სამუშაოდ. კინო, თეატრი, მოგზაურობა, ღონისძიებები, სპორტი და სხვა – პროდუქტი, რასაც biletebi.ge სთავაზობს ადამიანებს მხოლოდ დადებით ემოციებს აღძრავთ მათში.











