ბილეთების გაყიდვის პირველი ონლაინპლატფორმა საქართველოში, Biletebi.ge უკვე 15 წელია, მომხმარებლებს ეხმარება, რომ მათ სასურველი ღონისძიებების ბილეთები მოხერხებულად და სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ.
ცოტა ხნის წინ კომპანია Digital Area-ს პარტნიორი გახდა და მასთან ერთად ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო, რის შედეგადაც Biletebi.ge განახლებულ პლატფორმას აანონსებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი ახალ ეტაპზე გადადიან და მომხმარებლებისთვის კინოს, თეატრის, კონცერტების, ტრანსპორტისა თუ სხვა ბილეთების შეძენა კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდება. კომპანიაში სჯერათ, რომ ეს სიახლე სრულად შეცვლის ონლაინბილეთების ბაზარს და მომხმარებლის კმაყოფილებასაც გაზრდის.
[R]