Biletebi-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლისთვის იყოს სანდო, თანამედროვე და ინოვაციური პლატფორმა, სადაც ბილეთის შეძენა მარტივი და კომფორტულია.
ამ იდეის ფარგლებში biletebi.ge-ზე კინოს კატეგორიის გვერდი სრულად განახლდა. მომხმარებლის უკუკავშირიდან გამომდინარე – გაუმჯობესდა ნავიგაცია, დაემატა ახალი ფუნქციები და ფილმის შერჩევის პროცესი კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა.
biletebi-ის ახალი ვებგვერდი 2024 წლის სექტემბერში გაეშვა და მას შემდეგ გუნდი აქტიურად მუშაობს პლატფორმის განვითარებაზე – ნერგავს ახალ შესაძლებლობებს და მუდმივად აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.

რა სიახლეები დაგხვდებათ კინოს გვერდზე?
გამარტივებული ნავიგაცია – კინოს კატეგორიაში გადაადგილება, თრეილერის ნახვა გახდა უფრო ინტუიციური და კომფორტული;
დეტალური ფილტრი – ფილმების მოძიებას თქვენთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით შეძლებთ;
შეტყობინება პრემიერაზე – ამიერიდან, სასურველი ფილმის პრემიერას შეგატყობინებთ
თავისუფალი ადგილები – შესაძლებელი გახდა რამდენიმე დარბაზის ერთდროულად ნახვა და ადგილის უფრო მარტივად არჩევა
კინოთეატრის შიდა გვერდი & FAQ განყოფილება – დაემატა სასურველი კინოთეტრის შიდა გვერდი და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების სექცია.
[პარტნიორის კონტენტი]












