in

ბილეთების ონლაინ შეძენა უკვე კრიპტოვალუტითაა შესაძლებელი

კრიპტო საფულე CityPay.io და ონლაინ ბილეთების უმსხვილესი პლატფორმა Tkt.ge პარტნიორები გახდნენ! ეს თანამშრომლობა სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის: ბილეთების შეძენა ახლა უკვე კრიპტოვალუტით შეგიძლია.

ამ პარტნიორობის პირველი ეტაპი Komorebi Festival 2025-ს უკავშირდება. საქართველოში ერთ-ერთი მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის ბილეთების შეძენა Tkt.ge-ზე უკვე შესაძლებელია CityPay.io-ს კრიპტო საფულით.

50%-იანი კრიპტო ქეშბექი Komorebi Festival-ის ბილეთებზე

ფესტივალის სტუმრებს უნიკალური შანსი ეძლევათ შეიძინონ ბილეთები კრიპტოვალუტით და დაიბრუნონ ბილეთის ღირებულების 50% Crypto Cashback-ის სახით CityPay.io-ის საფულეზე USDt-ში. ერთ მომხმარებელზე, ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტია 100 ლარის ექვივალენტი USDt.

როგორ მიიღო კრიპტო ქეშბექი?

ძალიან მარტივია: შეიძინე Komorebi Festival-ის ბილეთი Tkt.ge-ზე მხოლოდ CityPay.io-ს კრიპტო საფულით. ქეშბექი ავტომატურად ჩაირიცხება შენს CityPay.io-ს საფულეზე USDt-ში. ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებ. თუ CityPay.io-ს საფულე არ გაქვს, დარეგისტრირდი აქ.

Crypto-Only Bar: ორმაგი სარგებელი

Komorebi Festival ტერიტორიაზე სპეციალურ კრიპტო ბარს აამოქმედებს, სადაც Crypto Cashback-ით დაბრუნებული თანხის გამოყენებას შეძლებ. კრიპტო ბარში CityPay.io-ს საფულით განხორციელებულ ნებისმიერ შენაძენზე შენს საფულეზე დამატებით 50%-იანი ქეშბექი დაგერიცხება, USDt-ში. 

ყველა სტუმრისთვის ფესტივალის ტერიტორიაზე სპეციალური სივრცე განთავსდება, სადაც CityPay.io-ის წარმომადგენლები დაგეხმარებიან CityPay.io-ზე რეგისტრაციაში, საფულის აქტივაციასა და გამოყენებაში. ყველა სტუმარი შეძლებს, კრიპტო ბარში 50%-იანი ქეშბექის დაბრუნებასა და სხვა ბენეფიტებით სარგებლობას.

Komorebi Festival 2025 გაიმართება 2-4 აგვისტოს, ფოთში, Golden Lake-ის ტერიტორიაზე.

[R]

IKEA-მ ყველაზე გულწრფელი უკუკავშირი ძილში მოლაპარაკე მომხმარებლებისგან მიიღო!

AI მოწყობილობა თქვენს სიზმრებს ფილმებად გარდაქმნის