in

Biliki app – ახალი სიტყვა მოგზაურობის ინდუსტრიაში

Biliki – ტურისტული მარშრუტების მობილური საბაზრო სივრცეა, სადაც მომხმარებელი ქმნის და ყიდის საკუთარ ციფრულ ტურს (Udemy – მარშრუტების შემთხვევაში). ბილიკში განთავსებულია 9 ქვეყნის განსხვავებული ტიპის ტურები. Biliki აპი ტურიზმის მოყვარულებს თითოეული ტურის შესახებ მრავალმხრივ ინფორმაციას სთავაზობს: ტურის დეტალებს, მოკლე აღწერას, მარშრუტის ციფრულ რუკას მასზე განთავსებული ტურისტული ღირშესანიშნაობებით, ინფრასტრუქტურული ობიექტებით, ტურისტული ბიზნეს-ობიექტებით და სხვა 50-მდე სხვადასხვა ტიპის ობიექტით. მომხმარებელს შეუძლია თითოეულ ტურზე მიიღოს სასარგებლო რჩევები, გაეცნოს ამინდის ხუთდღიან პროგნოზს, მომხმარებლების შეფასებებს და სხვ.

Biliki აპი მოგზაურობის პროცესში მომხმარებელს GPS ფუნქციონალით ციფრულ რუკაზე უჩვენებს მის ადგილმდებარეობას მარშრუტზე, როგორც Online, ასევე Offline რეჟიმში, იცავს მას მარშრუტიდან გადაცდომისგან და ამით უზრუნველყოციფრულიფს მოგზაურობის უსაფრთხოებას.  „ჩემთან ახლოს“ ფუნქციონალის გამოყენებით მარშრუტზე 20 კმ-მდე რადიუსის მითითებით მოგზაურს შეუძლია უშუალოდ მარშრუტზე მდებარე ობიექტების გარდა გაეცნოს სხვადასხვა კატეგორიის ახლომდებარე ობიექტებს და ეწვიოს მას.

Biliki თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულია, როგორც წლის საუკეთესო სტარტაპი, აგრეთვე მოიპოვა GITA-ს 100,000-ლარიანი თანადაფინასების გრანტი, რითაც განავითარა პროდუქტი და გახდა გამარჯვებული ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების კონკურსში ნომინაციაში „ინოვაციური პროდუქტი ქართული ტურიზმის ინდუსტრიაში“.

Biliki-ის დამფუძნებლები ძმები, გიორგი და თორნიკე ცირამუები, საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან. თორნიკე CEO, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, აგრეთვე სტარტაპ მენტორი, ტრენერი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი მეწარმეობის მიმართულებით. გიორგი, კომპანიის CTO, ტოიოტა საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ძმები ცირამუები სტარტაპის საწყის ეტაპზე საქართველოს უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერილი და ამჟამად საკმაოდ გამოცდილი სტარტაპერები არიან, რომლებმაც მრავალი თამამი იდეა განახორციელეს Biliki-ში და კიდევ მრავალი იდეა აქვთ ჩაფიქრებული აპლიკაციის განვითარების კუთხით.

ug.edu.ge

[R]

WhatsApp-ს 3D ავატარები ემატება

Coca-Cola საშობაოდ 3 ფილმს იღებს