in

რა ნაკვალევი დატოვა #შეცდომებმა Biliki-ს ვიწრო გზაზე

Startauperi
Startauperi

ლაშქრობა, Off-road, ეკოტური, ქალაქის ტური, შოპინგი, კულტურული ღირსშესანიშნაობები თუ რელიგიური დაწესებულებები და სხვა – „ბილიკი“ ქართული აპლიკაციაა, რომელიც ჯერჯერობით, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, ტურის დაგეგმვაში გვეხმარება, რაც მნიშვნელოვანია, უფასოდ, ასევე, Offline – Android-ისა და iOS ოპერაციული სისტემის საშუალებით.

მარკეტერის რუბრიკა #შეცდომების ფარგლებში, „ბილიკის“ დამფუძნებელი, თორნიკე ცირამუა ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ გვიყვება:

ჩვენს გუნდს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის მართვისა და პროექტების მართვის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მიმართულებით გამოცდილება გვქონდა. მინიმალური გამოცდილება გაგვაჩნდა გაყიდვების, მარკეტინგისა და ბიზნეს მოდელის შექმნის მიმართულებით. სწორედ, ამ მიმართულებებში მწირმა კომპეტენციამ დაგვაშვებინა მთავარი შეცდომები.

ნომერ პირველი შეცდომა, ალბათ, პროდუქტის ბიზნეს მოდელი არასწორად შედგენაა, სადაც გაგვეპარა მნიშვნელოვანი დეტალები. შემდეგ ეტაპობრივად, გამოცდილმა ადამიანებმა მოგვცეს მიმართულებები, რამაც მნიშვნელოვნად დახვეწა ბიზნეს მოდელი. უნდა აღინიშნოს ბიზნეს მოდელის ცვლილება საწყის ეტაპზე სავსებით ნორმალური პროცესია, სწორედ ამიტომ საჭიროა სხვადასხვა მოდელის გატესტვა და ამ პროცესში შეცდომების დაშვების არ უნდა შეგვეშინდეს.

პროდუქტის გაყიდვის ეტაპზეც ბევრ სირთულეს ვაწყდებით და ბევრ შეცდომას ვუშვებდით. როდესაც დავინახეთ, რომ რეალურ გათვლებს ჩამოვრჩებოდით, გადავწყვიტეთ, ცოდნა აგვემაღლებინა, სხვადასხვა ონლაინ კურსით და ჩვენზე კომპეტენტური ადამიანების დახმარებით. შედეგად კი, ამან სხვა თვალით დაგვანახა პროდუქტის გაყიდვები და მიდგომაც უფრო შევცვალეთ. ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე და სხვადასხვა მეთოდების გამოცდას ვახორციელებთ.

ფინანსური პროგნოზი, ჩვენ ერთ-ერთი აქილევსის ქუსლი აღმოჩნდა, ჩვენი სტარტაპის დაფიჩვისა და ინვესტორებთან წარდგენის დროს. ჩვენი ფინანსური მოგების გათვლები ნაკლებად ამბიციური აღმოჩნდა, თუმცა დრომ გვიჩვენა, რომ საჭირო იყო ჩვენი ამბიციების უფრო გაფართოება და დიდ სურათში დანახვა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ფინანსური პროგნოზის გადახედვა და თავიდან გადათვლა, რაც პოტენციური ინვესტორისთვის უფრო მიმზდველს გახდიდა ჩვენს პროდუქტს.

ინვესტორებთან კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს ძმასაც მრავალჯერ გვქონდა პრეზენტაციის გაკეთების შესაძლებლობა, პროდუქტის ბაზარზე გატანისა და ინვესტორებთან კომუნიკაციის გამოცდილება არასდროს გვქონია. დავიწყეთ თითქმის ყველა შესაძლო angel investor-თან კომუნიკაცია და მათთან Biliki-ს წარდგენა. პროდუქტს „ვფიჩავთ“ და ვუშვებთ შეცდომებს, რომელიც რეალურად ძალიან კარგი უფასო გაკვეთილებია. ეს ეხება, ბაზარზე პოზიციონირებას, ჩვენი ბიზნეს მოდელის გაუმჯობესებას თუ ფუნქციონალის სამომავლო განვითარებას. ყველაფერს ამას დროთა განმავლობაში ვსწავლობთ და ვიზრდებით. 

სართო ჯამში, არცერთ ნაბიჯს და შეცდომას არ ვნანობთ, რადგან სტარტაპის დონეზე უნდა გაიტესტოს იდეა, ბიზნეს მოდელი და გაყიდვების პროცესი. ვისწავლოთ და შემდეგ თავიდან ვცადოთ – ეს ყველაფერი ცირკულაციაშია. ნებისმიერი შეცდომა გამოცდილებაა, რომელსაც წარმატებამდე მივყავართ. 

ვურჩევდით სხვა სტარტაპებსაც, რომ თუკი რამეში ცოდნის ნაკლებობას განიცდიან, ბევრი დრო დაუთმონ სწავლას, ასევე ჰყავდეთ იურისტი, რომელიც მათ სხვადასხვა ხელშეკრულების დადებასა და პარტნიორთან ურთიერთობების სწორი მიმართლებით განვითარებაში დაეხმარება. 

Vendoo.ge-ზე მეწარმეებს პროდუქციის განთავსების საკომისიო მინიმუმამდე შეუმცირდებათ

გალფი ექიმების დასახმარებლად, სპეციალურ ფონდს ქმნის