in

500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპი Bilimber, რომელიც სტუდენტებს გამოცდებისთვის მომზადებაში ეხმარება

უკვე მეოთხე წელია, რაც საერთაშორისო აქსელერატორი 500 Global საქართველოში  500 Georgia-ს პროგრამას ახორციელებს და სტარტაპებს სწრაფი ზრდის საშუალებას აძლევს. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, მძლავრი ადგილობრივი სტარტაპ-გარემოს ჩამოყალიბება, სტარტაპერებისთვის მასშტაბირების შესაძლებლობის შექმნა, გლობალური ინვესტორების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვა. აღნიშვნას იმსახურებს 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპერების შედეგებიც – ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია, მილიარდამდე მომხმარებელი და უსწრაფესი ზრდა, დროის მცირე პერიოდში.

წელს, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეავსეს სტარტაპებმა 40 ქვეყნიდან. ახალი პროგრამის ფარგლებში, დამატებით 12 სტარტაპის გადამზადება დაიწყო. პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა საგანმანათლებლოო პლატფორმა Bilimber. სტარტაპის შესახებ მისი დამფუძნებლები, აკბოტა მუსა და იერასილ ოსპანოვი გვესაუბრნენ.

M: როგორ ჩამოაყალიბეთ სტარტაპის კონცეფცია?

Covid-19-ის დროს მივხვდით, რომ ჩვენს დასწავლასა და აღქმაში უზარმაზარი უფსკრულია. სტუდენტების 80% ვერ გრძნობს თავს ჩართულად და მოტივირებულად. კონტენტის დიდი ნაწილი ჩართულობაზე ორიენტირებული არაა. ჩვენ გამოვკითხეთ 5000-ზე მეტი სტუდენტი, რათა გაგვეგო, როგორ ეძებენ პასუხებს კითხვებზე. აღმოჩნდა, რომ 63% ინტერნეტში ეძებს პასუხს, 37% მეგობარს, ოჯახს ან მასწავლებელს ეკითხება. მთლიანობაში, 90% მაინც არ არის შედეგით კმაყოფილი.

სწავლისას სტუდენტებს უძნელდებათ ცნებების გაგება ან საკითხების გადაჭრა, რადგან მოპოვებული ინფორმაცია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული არ არის. დღესდღეობით, განათლების ონლაინ/ოფლაინ მოდელში ურთიერთქმედების დეფიციტია.

M: რა გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე?

სტარტაპის დამფუძნებლებს, მე და იერასილს B2C პროდუქტების მიმართულებით გვაქვს გამოცდილება. ჩვენ ვმუშაობდით ცენტრალური აზიის სამშენებლო პროექტებში, SEA-სა და ინდოეთში. ორივე მომხმარებელსა და პროდუქტზე ორიენტირებულები ვართ. გვაქვს სწავლების გამოცდილებაც – ორივე მასწავლებლები ვიყავით და უნივერსიტეტის პერიოდში, სტუდენტებს გამოცდების ჩაბარებაში ვეხმარებოდით.

აკბოტა კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მაგისტრია, სინგაპურში პროდუქტებისა და მონაცემთა მეცნიერების გუნდებს ხელმძღვანელობდა 2 ქვეყანაში. იერასილი კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მაგისტრია. იერასილმა ჩამოაყალიბა ტექნიკური გუნდი ცენტრალური აზიის ერთ-ერთ უდიდეს IT კომპანია Citadel One-ში და ხელმძღვანელობდა მას.

M: რას სთავაზობს Bilimber მის მომხმარებლებს?

Bilimber ემსახურება სტუდენტებს, რომლებიც ეძებენ დაუყოვნებლივ დახმარებას გამოცდებზე, ტესტების დროს, საშინაო დავალებების შესრულებისას და სურთ, შეაფასონ მიმდინარე დონე. ჩვენი სასწავლო პლატფორმა აკავშირებს 8-12 კლასების მოსწავლეებს საუკეთესო მასწავლებლებთან, რომლებიც დაეხმარებიან ისწავლონ, გაარკვიონ ეჭვები და გაითავისონ ცნებები. ეს ყველაფერი, სულ რაღაც, 60 წამში ხდება, პირდაპირი ვიდეოზარების საშუალებით.

მოსწავლეებს აქვთ წვდომა პრაქტიკული რესურსების ფართო სპექტრზე, მათ შორის, ათასობით კითხვაზე, წინა წლების მასალებზე… ეს რესურსები შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტები მოემზადონ ნებისმიერი კონკურენტული გამოცდისთვის.

ჩვენი პლატფორმის ძირითადი მახასიათებლებია:

ტესტირების ცენტრი: ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ ტესტირების ცენტრს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ ივარჯიშონ და თვალყური ადევნონ თავიანთ პროგრესს დეტალური ანალიტიკის საშუალებით. ჩვენი ვრცელი მონაცემთა ბაზა შეიცავს 500,000-ზე მეტ ტესტს, რომლებიც რეგულარულად განახლდება.

გემიფიკაცია და ყოველდღიური ჩვევები: ჩვენ ვაერთიანებთ გეიფიკაციის ელემენტებს ჩვენს აპლიკაციაში, რათა შევქმნათ სწავლის საინტერესო გამოცდილება და სტუდენტებს ყოველდღიური სასწავლო ჩვევების განვითარებაში დავეხმაროთ.

მისაწვდომობა მასწავლებლებთან: ჩვენ ვაძლევთ სტუდენტებს მოთხოვნის წვდომას 1000-ზე მეტი სანდო მასწავლებლის ქსელში. ჩვენი პლატფორმით, სტუდენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ დამრიგებელს 60 წამის განმავლობაში, მიიღონ დაუყოვნებელი დახმარება, როდესაც ეს დასჭირდებათ.

M: რა შედეგებს მიაღწიეთ დასაწყისიდან დღემდე?

მე და იერასილი ერთმანეთს 7 წელია ვიცნობთ. ეს ჩვენი მეორე ერთობლივი სტარტაპია. COVID-19 პანდემიის დროს, განათლების გაციფრულების აუცილებლობა დავინახეთ. თავიდან ჩვენ ვიმუშავეთ პატარა პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის სასწავლო მასალებზე წვდომის უზრუნველყოფას, COVID-19 პანდემიის დროს. სულ რაღაც, ორ კვირაში მივიღეთ 300-ზე მეტი წერილი დამატებითი კითხვებისა და საგნების მოთხოვნით, ასევე, წინა წლის საგამოცდო ნაშრომებზე ხელმისაწვდომობის შესახებ. მასწავლებლებმაც დაიწყეს ჩვენთან დაკავშირება, გამოცდების გაციფრულებაში გვთხოვდნენ დახმარებას. ეს იყო მომენტი, როდესაც მივხვდით, რომ სწორი დრო იყო Bilimber-ის ასაშენებლად.

ამ დროის მანძილზე, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან ზრდას და თავი მოვუყარეთ მომხმარებელთა უზარმაზარ ბაზას.

პროდუქტს აქვს 400,000 ორგანული ჩამოტვირთვა,
გვყავს 60,000-ზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი (MAU), მომხმარებლის ჩართულობის საშუალო დრო დღეში 20 წუთია, შენარჩუნდა 25%-იანი ყოველთვიური ზრდა ახალ მომხმარებლებში, აპლიკაციას აქვს საერთო რეიტინგში 4.8 ვარსკვლავი, მიღებული გვაქვს 12,000-ზე მეტი რევიუ მომხმარებლისგან.

M: რატომ გადაწყვიტეთ 500 Georgia-ში მონაწილეობა და რა შესაძლებლობებს ქმნის ის თქვენთვის?

ესაა სტრატეგიული მხარდამჭერა, ახალ ბაზრებზე გაფართოების პროცესში, ფონდებისა და რესურსების მოძიებისას. ამასთან თქვენ გაქვთ უფრო ძლიერი ქსელი და კავშირი ცენტრალური აზიის ბაზართან, Bilimber-ისთვის ეს დიდი დახმარება იქნება, ამ რეგიონებში გასაფართოებლად.

500 Georgia არის ხელმისაწვდომობა უზარმაზარ გამოცდილებაზე, მენტორების, მრჩევლების და ინდუსტრიის ექსპერტების ქსელთან, რომლებსაც შეუძლიათ ღირებული ხელმძღვანელობა და მხარდაჭერა. ესაა ჩვენი ბიზნეს მოდელის ვალიდაცია და ზრდა. აქ ვიძენთ მნიშვნელოვან კავშირებს – მოუთმენლად ველით ურთიერთობის გამყარებას სხვა სტარტაპერებთან, პოტენციურ ინვესტორებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, რამაც შეიძლება მოგვიტანოს თანამშრომლობა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობები.

პროგრამაში მონაწილეებს გვაქვს წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე, ვორქშოფებსა და ტრენინგ სესიებზე. მნიშვნელოვანია დაფინანსების პოტენციური შესაძლებლობება და ინვესტორებისთვის გაცნობის შანსი. გამოცდილი პროფესიონალებისგან ვიღებთ მნიშვნელოვან ცოდნას, სტრატეგიის დახვეწისა და ზრდის დაჩქარების კუთხით.

M: როგორ ხედავთ სტარტაპის სამომავლო განვითარებას?

ჩვენი სამომავლო გეგმაა მნიშვნელოვანი ზრდის მიღწევაა, მაგალითად, ჩვენი მიზანია, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვამ 1 მილიონ ჩამოტვირთვას მიაღწიოს, შევიძინოთ 200,000-ზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი (MAU) და გამოვიმუშაოთ $100,000 ყოველთვიურად (MRR). მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში კი, მიზნად გვაქვს მივაღწიოთ 300-500 მლნ აშშ დოლარის ღირებულებას.

Instagram კომენტარებში GIF-ებს ამატებს

Nike-ის ლოგო მე-17 საუკუნის ფერწერულ ტილოზე დააფიქსირეს