in

ბილ გეიტსი იმაზე, თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ გუნდში კომპანიის შესახებ ცუდი ამბების სწრაფად გავრცელებაზე

ჩემი მიდგომა ასეთია: „ნეგატიური ინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად გავავრცელოთ“.

ლეგენდარული კომპანია GE-ს შესახებ წიგნის მიმოხილვისას, რა მოხდა ამ ბრენდში არასწორად, ბილ გეიტსი „მაიკროსოფტის“ გამოცდილებასაც იხსენებს:

pasha-statiebi
pasha-statiebi

ბილ გეიტსი: „ბევრ კომპანიაში ნეგატიური ინფორმაცია ძალიან ნელა ვრცელდება იმ დროს, როცა კარგი ახალი ამბების შემთხვევაში, საქმე პირიქითაა. ჩვენ ამასთან ბრძოლა გვიჭირს. გუნდის წევრმა, შესაძლოა, ელექტრონული ფოსტა გამომიგზავნოს, სადაც ის მეტყვის: „ჩვენ პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის კონკურსის გამარჯვებულები ვართ“ და „ეს შესანიშნავი არაა?“ ამ დროს კი, მე ვუპასუხებ: „რატომ მესმის მაინცდამაინც ეს ამბავი? ეს შემთხვევა სტატისტიკურად რეპრეზენტაციული ხომ არაა?! რამდენი შეჯიბრი წაგვიგია?“

ჩემი მიდგომა ასეთია: „ნეგატიური ინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად გავავრცელოთ“.

მინდოდა, რომ ნეგატიური ტრენდების შესახებ მყისიერი ინფორმაცია გვქონოდა, რომ თუ მის გამოსასწორებლად რაიმეს გაკეთება კიდევ შეგვეძლო, სწრაფად გვემოქმედა“.

ბილ გეიტსის ამგვარი დამოკიდებულება გაზიარებად ნამდვილად ღირს. ვინაიდან, კომპანიაში თუ მხოლოდ პოზიტიური სიახლეები ისმის, ეს ნიშნავს, რომ რაღაც აშკარად არასწორად მიდის (რაც მთავარია, კომპანიის საქმიანობას მნიშვნელობა არ აქვს).

რამდენადაც სასიამოვნოა სხვადასხვა გამარჯვების აღნიშვნა, იმდენადვე მარტივია იმასთან შედარებით, რომ მწარე სიმართლეზე ხმამაღლა ისაუბრო.

ამ მიდგომის ღირებულება კი გრძელვადიან პერსპექტივაში ჩნდება. გუნდის წევრები სწავლობენ, რომ „ცუდი ამბები“ ის შემთხვევაა, როცა რაიმე კი არ უნდა დამალო, პირიქით, რაც შეიძლება სწრაფად იზრუნო მის გავრცელებასა და ადეკვატური ქმედების დაწყებაზე.

წყარო: medium



ბაქსვუდის სკოლაში, რეგიონში პირველად, VR და AR ტექნოლოგიები ინერგება

ŠKODA-მ პირველი სრულად ელექტრო მოდელი გამოუშვა – ნახეთ ახალი რეკლამა