in

რა იქნება მომავლის რევოლუციური ტექნოლოგია? — ბილ გეითსის პროგნოზი

ინტერნეტის ეპოქაში ერთ-ერთ პიონერად Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეითსის დასახელება შეგვიძლია. თავისი მოწინავე და ინოვაციური იდეებიდან გამომდინარე კი, სწორედ მას შეუძლია განსაზღვროს, რა იქნება ტექნოლოგიაში „მომდევნო დიდი გარღვევა“.

და არა, ის მეტავერსზე არ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ Web3-ის დამსახურებას აფასებს, გეითსის აზრით, ხელოვნური ინტელექტი უფრო მოწინავე როლს შეასრულებს. როგორც აღნიშნავს, სწორედ AI-ის მოიაზრებს რევოლუციურ ტექნოლოგიად. ცხადია, ეს შეხედულება მარკ ცუკერბერგის მოსაზრებას ეწინააღმდეგება, რომელმაც ბოლო წლებში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა ციფრულ სამყაროში.

მართალია, ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, გადააჭარბებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი Web3-ს, მაგრამ ის ნამდვილად ყურადღების ეპიცენტრშია. ChatGPT-ის შექმნით დაწყებული, AI-ის გენერატორების სწრაფი გამოჩენით დამთავრებული, ყველა წამყვანი კომპანია ამ ტექნოლოგიას უკავშირებს მომავალს. რეალურად, ხელოვნური ინტელექტი ცხოვრების ისეთ ასპექტებში აღწევს, რომლებიც მხოლოდ ადამიანური ნიჭის პრეროგატივად მიგვაჩნდა — მაგალითად, აშშ-ის სასამართლო დარბაზში სწორედ AI სისტემა შეასრულებს ადვოკატის როლს.

ამ ყველაფრის ფონზე სრულიად ბუნებრივია ჩვენი შიში, რომ AI ჩაგვანაცვლებს, თუმცა გეითსი ამას არ ეთანხმება — მაგალითად, როგორც აღნიშნავს, მასწავლებლებისა და ექიმებს შემთხვევაში მსოფლიოში ყოველთვის პროფესიონალი ადამიანების საჭიროება იქნება. გარდა ამისა, მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს განათლებისა და ჯანდაცვის ხარისხზე.

მაიკროსოფტს სურს, კიდევ $10-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადოს OpenAI-ში, რაც ბილ გეითსის სიტყვებს კიდევ უფრო ამყარებს.

„იყავი ღირებული და არა წარმატებული” – General Motors-ის წარმატების საიდუმლო

Nasa მთვარეზე ჟანგბადის მილის გაყვანას გეგმავს