ბილ გეიტსი, Microsoft-ის თანადამფუძნებელი, გარდა ტექნიკურ სფეროში მიღწეული შესაძლებლობებისა, ყველასათვის ცნობილია თავისი გამორჩეული ციტატებით და „გამჭრიახი სიბრძნით“. სტატიაში კი ოთხი დასამახსოვრებელი რჩევაა მოცემული, რომლებიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გამოგადგებათ:
ბილ გეიტსი უნიკალურობის აღიარებაზე
„ამქვეყნად ნურავის შეადარებთ თავს. თუ ასე მოიქცევით, თქვენს თავს შეურაცხყოფას მიაყენებთ“.
დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ადვილია საკუთარი თავის სხვებთან შედარების ხაფანგში მოქცევა. ამ ტენდენციას განსაკუთრებით აძლიერებს სოციალური მედიის პლატფორმები. სამწუხაროდ, მუდმივმა შედარებამ შეიძლება თვითდაჯერებულობის, შფოთვისა და დაუცველობის საზიანო ციკლი გამოიწვიოს.
როცა საკუთარ თავს სხვებს ვადარებთ, ხშირად გვავიწყდება, რომ მხოლოდ მათი ცხოვრების კადრებს ვუყურებთ. შესაბამისად, არარეალურ მოლოდინებს ვამყარებთ, ვედევნებით წარმატების მიუღწეველ ვერსიას, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს ჩვენს ვნებებს, ღირებულებებსა და ძლიერ მხარეებს.
რეალურად, ბილ გეიტსის ციტატა გვახსენებს საკუთარი თავის მიღებისა და ჩვენი ინდივიდუალობის აღიარების ღირებულებას. თითოეულ ჩვენგანს უნიკალური ნიჭი, გამოცდილება და პერსპექტივები აქვს — ეს გვაყალიბებს იმად, ვინც ვართ.
ბილ გეიტსი წარუმატებლობისა და შეცდომებზე სწავლის შესახებ
„კარგია წარმატების აღნიშვნა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია წარუმატებლობის გაკვეთილების გათვალისწინება“.
წარმატება არ არის შავ-თეთრი კონცეფცია — ან ყველაფრის ან არაფრის მიღწევა გვაიძულებს, ყველაფერი წარუმატებლობად აღვიქვათ. სამწუხაროდ, ეს რწმენა მუდმივად ხელს გვიშლის მცდელობებში. წარმატების შესახებ უფრო ნიუანსური შეხედულების მიღებამ კი შეიძლება ამ შიშისგან გაგვათავისუფლოს და მიზნების განხორციელების უფრო ფართო პერსპექტივა შემოგვთავაზოს.
ბილ გეიტსი პირადი პასუხისმგებლობის აღების შესახებ
„თუ ღარიბი დაიბადე, ეს შენი შეცდომა არ არის. მაგრამ თუ ღარიბი მოკვდები, ეს შენი შეცდომაა“.
სიღარიბეში დაბადება, ეკონომიკური სიძნელეების წინაშე დგომა ან სოციალური მინუსების განცდა არ არის არჩევანი, რომელსაც ადამიანები შეგნებულად აკეთებენ.
თუმცა გეიტსის ციტატის მეორე ნაწილი ტრანსფორმაციულ გზავნილს ატარებს: პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ცხოვრებასა და არჩევანზე. მიუხედავად იმისა, რომ დაბადებისას გარემოებები შეიძლება რთული იყოს, ადამიანის ცხოვრების ტრაექტორიაზე შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს პირადმა გადაწყვეტილებებმა. პიროვნული პასუხისმგებლობის აღქმა ინდივიდებს უფლებას ანიჭებს, საკუთარ ცხოვრებაზე აიღონ პასუხისმგებლობა, გათავისფლდნენ პრობლემების ციკლისგან და წარმატებისკენ სვლა განაგრძონ,
ბილ გეიტსი თვითკმაყოფილების ხაფანგის თავიდან აცილების შესახებ
„წარმატება ცუდი მასწავლებელია. ის აცდუნებს ჭკვიან და აფიქრებინებს, რომ ვერ წააგებენ“.
როდესაც დიდ მიზნებს ვაღწევთ და ოცნებებს ვისრულებთ, აღმაფრთოვანებელი გრძნობა გვეუფლება. წარმატებას შეუძლია, ჭკვიან ადამიანებსაც კი ცრუ უსაფრთხოების განცდა გაუჩინოს და დააჯეროს, რომ დაუმარცხებლები არიან. სწორედ მაშინ იჩენს თავს თვითკმაყოფილება, რომელიც ჩვენს ზრდას აფერხებს და შემდგომი მიღწევებისკენ მიმავალ გზას გვიბლოკავს.
თვითკმაყოფილების პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, წარმატებული მეწარმეები ზრდის აზროვნებას ავითარებენ. ეს უკანასკნელი ეყრდნობა იდეას, რომ მუდმივი თავმდაბლობა, სხვების პერსპექტივების გაიზარება და მათგან რაიმეს სწავლება ყოველთვის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.