in

Billboard Georgia Stage – Billboard საქართველო კონცერტების უპრეცედენტო სერიას იწყებს

პროექტ Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში თბილისს მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან. Billboard საქართველოს სცენა დაეთმობა ქართველი მუსიკოსების კონცერტებსაც.

Billboard საქართველო კონცერტების უპრეცედენტო სერიას იწყებს, სახელწოდებით Billboard Georgia Stage, რომლის ფარგლებშიც თბილისი მსოფლიო მუსიკალურ ვარსკვლავებსა და ქართველ შემსრულებლებს უმასპინძლებს. ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ერთ სივრცეში – Billboard საქართველოს სცენაზე მოიყრიან თავს. პროექტი Club Iveria-სთან, „რესპუბლიკასთან”, „სილქნეტთან, Silk Hospitality-სა და Eastern Promotion-თან ერთად ხორციელდება. კონცერტების სერიას „რესპუბლიკა” უმასპინძლებს.

Billboard Georgia Stage-ს გრემის მფლობელი კორი ჰენრი გახსნის. ამერიკელი ვირტუოზი ჯაზმუსიკოსი Billboard საქართველოს სცენაზე 21 ნოემბერს წარდგება და ტრადიციულად, მსმენელს დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება.

უკვე ცნობილია Billboard Stage-ის პირველი ქართველი გამომსვლელებიც. პირველ დეკემბერს, პროექტის ფარგლებში, კონცერტს ჯგუფი Killages გამართავს, ხოლო 7 დეკემბერს რესპუბლიკის სცენაზე 4D Monster Lobsters წარდგება. შემდეგი შემსრულებლების ვინაობას ეტაპობრივად, Billboard საქართველოს პლატფორმებიდან შეიტყობთ.

მოემზადეთ დაუვიწყარი მუსიკალური საღამოებისთვის Billboard Georgia Stage-ზე!

კონცერტების ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულებზე:

კორი ჰენრის კონცერტი – tkt.ge/coryhenry
Killages-ის კონცერტი – tkt.ge/killages
4D Monster Lobster-ის კონცერტი – tkt.ge/4dmonsterlobsters
Billboard Georgia Stage – მსოფლიო ვარსკვლავები და ქართველი მუსიკოსები ერთ სცენაზე!

[R]

Evian-ის ბოთლის დიზაინისთვის თანავარსკვლავედების ხელოვნება გამოიყენეს

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ „საზარელი“ საშობაო რეკლამა შექმნა