ბოლო პერიოდში ნიუ-იორკელმა ქუჩის ფოტოგრაფმა ბილი დინმა, თავისი ნიჭის წყალობით, ინტერნეტში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მისი დრამატული გამოსახულებები დიდწილად შუქსა და ჩრდილს ეყრდნობა, რაც უნიკალური მომენტების აღბეჭდვის შესაძლებლობას იძლევა — ცხოვრების პატარა, ყოველდღიური დეტალების.
იქნება ეს ქალი, რომელიც მატარებლის დაძვრასთან ერთად თვალებიდან ცრემლებს იწმენდს, თუ მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან ცარიელ ბორანს გაჰყურებს, დინი „შეუმჩნეველ“ მოვლენებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს.

„ფოტოგრაფია ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორც მოგონებების შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო გზა. თუმცა მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში დავიწყე მოგზაურობა, რათა პროფესია მეტად გამეფართოებინა. საწყის ეტაპზე ყველაფერი უფრო მეტად პერსონალური იყო, მოგვიანებით კი იმით დავინტერესდი, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები… როგორ ურთიერთობდნენ ერთმანეთთან და გარშემომყოფებთან. სიმართლე გითხრათ, მათი ისტორიები, ცხოვრება და მცირე ყოველდღიური მომენტები მაინტერესებს. ვკრებ დეტალებს, რომლებიც ინდივიდებს აყალიბებს“, — განმარტავს დინი.



























