in

23 აპრილს სასტუმრო “ბილტმორ თბილისში” წიგნის გამოფენა/გაყიდვა გაიმართება

ვისაც გაზაფხულისთვის წიგნების მარაგი ჯერ კიდევ არ შეგივსიათ, 23 აპრილს სასტუმრო “ბილტმორ თბილისი” წიგნის გამოფენა/გაყიდვაზე გეპატიჟებათ. გარდა იმისა, რომ საზოგადოებას აქ წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება, აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მას საქველმოქმედო ხასიათი ექნება. გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი გურჯაანის ბიბლიოთეკას გადაერიცხება. უფრო დაწვრილებით Marketer.ge “ბილტმორ თბილისის” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერს – ნინუცა ჩეჩელაშვილს გაესაუბრა:

BOG
BOG

 

M: საიდან გაჩნდა წიგნის გამოფენა/გაყიდვის ჩატარების იდეა?

რადგანაც 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა და, ასევე, ეს დღე წიგნის ჩუქების დღეცაა, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა გამოფენა-გაყიდვა და ამ ყველაფერს ჰქონოდა საქველმოქმედო სახე. სასტუმრო “ბილტმორ თბილისის” ინიციატივით, დაიგეგმა ეს გამოფენა, სადაც მონაწილეობას იღებს 5 წიგნის გამომცემლობა და 1 წიგნის მაღაზია: არტანუჯი, ინტელექტი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დიოგენე, პალიტრა L და სანტა ესპერანსა.

M: რა დახვდებათ ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს?

წარმოდგენილი იქნება ზემოთ აღნიშნული გამომცემლობების პროდუქცია როგორც ქართულ ენაზე, ისე ინგლისურ და რუსულ ენაზე. დახვდებათ ბესთსელერები, კლასიკური ლიტერატურა.. მრავალფეროვანი არჩევანი იქნება, რაც მკითხველს მისცემს საშუალებას, ერთ სივრცეში რამდენიმე საყვარელი/სასურველი წიგნი აირჩიონ ან სრულიად ახალი ავტორი აღმოაჩინონ. რაც მთავარია, წიგნები იქნება მისაღებ ფასებში.

M: რა მიზანი აქვს გამოფენა/გაყიდვას?

ჩვენი მიზანია ზოგადად წიგნის პოპულარიზაცია და, მით უფრო, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია უცხოელი სტუმრებისთვის. ჩვენ სეგმენტურად გათვლილი გვყავს ვიზიტორები როგორც ქართველი სტუმრები, ისე დამსვენებლებიც. გვინდა, რომ ქართული პროზაც და პოეზიაც გავაცნოთ მათ და ამ მხრივ შეისწავლონ მათ საქართველოს კულტურა. 

ასევე, ღონისძიების შემდეგ თანხის ნაწილი გადაერიცხება გურჯაანის ბიბლიოთეკას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაარბიეს და დაწვეს, გვინდა, რომ მათ დანაკლისი შევუვსოთ და აღვადგინოთ. ზოგი გამომცემლობა ფულადი შესაწირით დაეხმარება ბიბლიოთეკას, ზოგიც – წიგნებით. 

M: გამოფენა/გაყიდვას ერთჯერადი სახე ექნება თუ მომავალშიც უნდა ველოდოთ მსგავს ღონისიებას?

ვნახავთ, რამდენად მოთხოვნადი იქნება. იდეა მართლაც კარგია. ბილტმორ თბილისი ყოველთვის აქტიურადაა ჩართული ისეთ პროექტებში, რომლებიც საგანმანათლებლო სახისაა. სწორედ ამიტომ გვიხარია, რომ წიგნის გამოფენა-გაყიდვა ტარდება ჩვენი ინიციატივით. დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგ წელსაც განვახორციელებთ ამ ღონისძიებას. 

M: სხვა სამომავლო გეგმების შესახებაც მოგვიყევით..

ჩვენი თანამშრომლების დიდი ჩართულობით დავიწყეთ როგორც ახალი, ასევე მეორადი წიგნების შეგროვება, რომელსაც გადავცემთ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს “ცისარტყელა” და მოხუცთა თავშესაფარს “კათარზისი”.

[R]

თბილისში მწვანე გამოფენა „პრო – ექსპო“ გაიმართება

თბილისში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება