in

სასტუმრო „ბილთმორ თბილისი“ 31 ივლისს, გახსნის გრანდიოზულ შოუს გამართვას

„ბილთმორ თბილისის“ გახსნის საზეიმო ცერემონია რუსთაველის გამზირზე, 31 ივლისს დაუვიწყარ სანახაობას მოიცავს: ულამაზესი ფეიერვერკების ფონზე,ქართველი და უცხოელი შემსრულებლები კონცერტს გამართავენ.

გალა „ბილთმორ თბილისის“ მფლობელ „დაბი ჯგუფის“ და „ტერა ბანკის“ ორგანიზებით იმართება და 5,000 ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს ელოდება.

 

„ბილთმორი“ ლუქს-კლასის სასტუმროების მარკაა, რომელიც „ბილთმორ თბილისის“ სახით, საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველ წარმომადგენლობას ხსნის.

„ბილთმორ თბილისის“საზეიმო გახსნას, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხი ნაიან ბინ მუბარაკ ალ ნაიანი დაესწრებიან, ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსებთან, საპატიო სტუმრებთან, ვარსკვლავებთან, ჟურნალისტებთან და საამიროებიდან ჩამოსულ ბიზნესმენების დელეგაციასთან ერთად.

რუსთაველის გამზირზე სპეციალურად ამ დღისთვის გრანდიოზული სცენა დააპროექტეს. კონცერტის პროგრამა საქართველოს, როგორც ევროპის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის შემაერთებელი ხიდის სიმბოლიზმს ატარებს და სტრატეგიული მდებარეობის აღსანიშნავად, ტრადიციული კავკასიური მუსიკის და ცეკვის არაბულ მოტივებთან შერწყმითაა შედგენილი. მაყურებლის წინაშე, უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად, სალიო, კახაბერი და ხანუმები ,   „რუსთავის“ სახელმწიფო ანსამბლი წარდგებიან. კონცერტის კულმინაციის ნაწილში გრანდიოზული ფეიერვერკი და სასტუმროს ფასადზე პროექცირებული 3D შოუ გაიმართება.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში — რუსთაველის გამზირზე მდებარე „ბილთმორ თბილისს“ მთლიანობაში 216 დახვეწილი, მდიდრული ნომერი აქვს. არქიტექტურა და დიზაინი ქართული ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების შერწყმითაა შექმნილი, რომლებიც საბოლოოდ ქალაქის სულის და ისტორიის ამსახველ ნაგებობას ქმნის.

ღონისძიების დეტალები:

გალა საღამოს 09:30-ზე იწყება.

დასწრება თავისუფალია

მსურველები სუპერმარკეტ „სმარტთან“ უნდა დარეგისტრირდნენ

„დაბი ჯგუფის“ შესახებ

„დაბი“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წამყვანი ბიზნეს ჯგუფია, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ოპერირებს: მსოფლიო მასშტაბით მისი საქმიანობის სფეროა ტურიზმი, საბანკო სექტორი, ფინანსური სერვისები, მშენებლობა, უძრავი ქონება, განვითარება და მართვა, წარმოება, ზღვისქვეშა ჭაბურღილები და სხვა. „დაბის“ ფოკუსი, ძლიერი ფინანსური რესურსებისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილების ხარჯზე, ტურიზმსა და ფინანსურ აქტივობებში ინვესტიციების გაფართოებაა, სამიზნე ობიექტები კი საქართველო და სხვა პერსპექტიული, ჯერ კიდევ აუთვისებელი ბაზრებია. ჯგუფის ლიდერები შეიხი ნაიან ნაბარაკ ალ ნაიანი და საამიროების კულტურის, ახალგაზრდობის და სათემო განვითარების მინისტრი არიან. ამ დროისთვის შეიხს საქართველოში ორი მსხვილი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს: „ბილთმორ თბილისი“ და „ტერაბანკი“ — მომხმარებელზე ორიენტირებული ბუტიკური ბანკი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის სუბსიდირებაზეა ორიენტირებული და კლიენტებს „ფინანსური სახლის“ გარემოში მოქნილ, პერსონალურ სერვისებს და გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

Millennium & Copthorne-ის სასტუმროების შესახებ

 Millennium & Copthorne Hotels plc დინამიკური გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს გარშემო 120 სასტუმროს მფლობელი, აქტივების მმართველი ან ბიზნესის მმართველია. მისი სასტუმროები ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი და მომხმარებლებს მსოფლიოს გარშემო თითქმის 40,000 ოთახს სთავაზობს, კომპანიის პორტფოლიო კი სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილ ალტერნატივებს მოიცავს, რომლებსაც ხარისხი და ღირებულებები აერთიანებთ.

Millennium & Copthorne, Middle East & Africa-მ ოპერირება აბუ დაბიში დისლოცირებული საკუთრებით დაიწყო და სხვადასხვა მეზობელ ლოკაციაზე გაფართოვდა, დღეს კი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სასტუმროების მმართველი რეგიონული კომპანიაა. პარტნიორობა დაარსების დღიდან რესპექტაბელურ და მყარი რეპუტაციის მქონე მფლობელებთან დაამყარა, ამჟამად 27 სასტუმროს მართავს, მომავალი წლისთვის 12 ახალი სასტუმროს გახსნის ვალდებულება აქვს აღებული და 2020 წლისთვის გეგმავს, მისმა საკუთრებებმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების მასშტაბით 100-ს მიაღწიოს.

[R]

“მარკეტინგი ბიზნესის მთავარი მამოძრავებელია” – Spotlight-ის სპიკერი, ბიძინა გამცემლიძე

როგორები იქნებოდნენ სერენა უილიამსი, ლებრონ ჯეიმსი და ნეიმარი ბავშვობაში? – Nike–ის სამოტივაციო ვიდეორგოლი