19 ოქტომბერს საერთაშორისო კომპანია BIM Solutions Group, სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია სიემსისთან თანამშრომლობით, აქსის თაუერსში სამშენებლო სფეროს გაციფრულების საერთაშორისო ფორუმს ატარებს. ეს უკანასკნელი ინდუსტრიის პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, გაერთიანდნენ, გაიზიარონ შეხედულებები და სამშენებლო სექტორი უფრო ეფექტური და ინოვაციური გახადონ.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის მთავრობების წარმომადგენლები ისაუბრებენ, როგორც თავიანთი გამოცდილების, ისე მშენებლობაში გაციფრულების დანერგვის უპირატესობებზე. მათ შორისაა YIT, სამშენებლო და უძრავი ქონების განვითარების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია; ასევე, Baltic BIM Management, რომელიც პროექტების BIM მეთოდით გამოყენებით მრავალ რეალურ მაგალითს წარუდგენს დამსწრეებს.
„ჩვენი მიზანია, დეველოპერებმა, სახელმწიფო მოხელეებმა, კერძო უძრავი ქონების მფლობელებმა და მენეჯერებმა, გენერალურმა კონტრაქტორებმა და პროექტის მენეჯმენტმა კომპანიებმა მიიღონ გადამწყვეტი ინფორმაცია დიგიტალიზაციის, BIM-ის (Building Information Modelling) გამოყენებისა, სამშენებლო და შემდგომი ექსპლუატაციისა და ტექნიკური ფაზების შესახებ“, — აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ფორუმის სპონსორი და პარტნიორი სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია სიემსია. ციფრული მშენებლობის ფორუმის სპონსორები, ასევე, არიან სამშენებლო კომპანია ანაგი და არქიტექტურული კომპანია არტსტუდიო პროექტი.
სამშენებლო ინდუსტრიაში დასაქმებული პირებისთვის ფორუმი ბევრი საინტერესო სიახლით იქნება დატვირთული — მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეს სფერო ბევრ ახალ ტენდენციას და ტრანსფორმაციას განიცდის. თავის მხრივ, ამგვარი პროცესები მოდერნიზაციის, ოპტიმიზაციისა და გამოწვევების გადაჭრის გზებს, ტექნოლოგიურ მიღწევებსა და მდგრად პრაქტიკას უკავშირდება.
ამ ყველაფერთან ერთად, კომპანიების წარმომადგენლები მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო პრაქტიკაზეც ისაუბრებენ, ვინაიდან მწვანე შენობების სერტიფიკატები სულ უფრო პოპულარული ხდება. თანაც ბევრი მოწინავე კომპანია აერთიანებს ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს თუ პრაქტიკებს. ამასთანავე, შეეხებიან ისეთ თემებს, როგორებიცაა: ასაწყობი და მოდულური მშენებლობა; მონაცემთა ანალიტიკა და AI; სამუშაო ძალა და სამუშაო ცვლა; თანამშრომლობითი და ინტეგრირებული პროექტის მიწოდება; ელასტიური და ადაპტირებული ინფრასტრუქტურა.
ფორუმის დღის წესრიგისა და ყველა თემის სანახავად, რომელსაც აქ ინდუსტრიის პროფესიონალები განიხილავენ, ეწვიეთ ბმულს.
ასევე, ფორუმზე მოსახვედრად საჭიროა წინასწარი რეგისტრაციის გავლა Tkt.ge-ზე.
„ლატვიასა და ესტონეთში წარმატებების გამო, 2011 წელს ლიტვაში შემოვიტანეთ სამშენებლო ინფორმაციის მოდელირების (BIM) მეთოდები და ტექნოლოგიები. დიზაინის, სამშენებლო და უძრავი ქონების განვითარების კომპანიებთან, ასევე სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, გავცემთ ექსპერტულ რჩევებს მშენებლობის მართვის პროცესების გასაუმჯობესებლად. ჩვენი მიზანია, კომპანიებს საშუალება მივცეთ, გამოიყენონ BIM და გააცნობიერონ მისი პოტენციალი მეტი ეფექტურობისა და პროდუქტიულობისთვის. ჩვენ ერთად ვაღწევთ პროგრესს უფრო აყვავებული და პროგრესული სამშენებლო ლანდშაფტისკენ.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამშენებლო ინდუსტრიის მოდერნიზების ჩვენმა ფართო გამოცდილებამ შეიძლება სარგებლობა მოუტანოს საქართველოსაც. ჩვენი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, მიზნად ვისახავთ, დავაჩქაროთ ევროკავშირის სამშენებლო ინდუსტრიის პრაქტიკისა და სტანდარტების დანერგვა საქართველოში“, — ამბობს BIM Solutions-ის თანადამფუძნებელი ერნესტას ბერჟანსკის.
„რაც შეეხება სიემსის, ეს არის სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია, რომელიც 2009 წლიდან სამშენებლო პროექტების მართვის მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ. ჩვენ ვართ ინჟინრები ბიზნეს აზროვნებით, თარჯიმნები ბიზნესსა და ტექნიკურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შორის. სიემსი — ეს არის კომპანია, რომელიც ჩაფიქრებული შედეგის მისაღწევად ყველა შესაძლო გზით გვერდში გიდგას და არასდროს მიგატოვებს“, — აღნიშნავს სიემსის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი ნინო მესაბლიშვილი.
კონფერენციის პარტნიორები: ფროფერთი ჯორჯია, FIABCI Georgia, Business Media Georgia, EU BIM სამუშაო ჯგუფი, EBA (ევროპის ბიზნეს ასოციაცია საქართველოში), Baltic BIM Management.
[R]