დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ ეკოპროექტის – „ბინადარი ლისზე“ მშენებლობა დაიწყო. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ეს პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა ადგილმდებარეობისა და რეკრეაციული ზონის გამო, უკვე არსებული და მომავალი მობინადრეებისთვის სასურველი, აქტუალური და საიმედო აღმოჩენა შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, კომპანია საახალწლოდ სპეციალურ პირობებს სთავაზობს მომხმარებელს:
ახალი წელი გვიახლოვდება და „ბინადარის“ წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, ფასები მაქსიმალურად მოგვერგო პოტენციურ კლიენტებზე და საზოგადოების ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ამიტომ, დეკემბრის ბოლომდე ერთი კვადრატული თეთრი კარკასის ფასი 1470 ლარი იქნება. ეს გადაწყვეტილება არა მარტო კომპანიის, არამედ პოტენციური მობინადრეების დიდი სურვილითა და თხოვნითაა განპირობებული. „ბინადარში“ ერთიდან სამ წლამდე შიდა უპროცენტო განვადება მოქმედებს, ხოლო ერთიან გადახდაზე – ფასდაკლება“, – აცხადებენ „ბინადარში“.
ამჟამად, „ბინადარი ლისზეში“ საძირკვლის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტში ბინების ფართები 40 კვადრატული მეტრიდან იწყება. ავტორები ეკოპროექტის მნიშვნელობას შემდეგნაირად განმარტავენ:
„ეკო“ შეგვიძლია ორი მიმართულებით განვმარტოთ: „ეკო“, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორია, რეკრეაციული ზონა, ტბა, სუფთა ჰაერი, განსხვავებული ტემპერატურა, ქალაქის ხმაურს მოშორებული სივრცე და „ეკო“, როგორც ეკონომიური, ხელმისაწვდომი ფასი, მორგებული გადახდის პირობა. ჩვენი მთავარი მიზანია, ახალგაზრდებს საშუალება მივცეთ, დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი ნაბიჯებიდანვე, ხელმისაწვდომ ფასად გააკეთონ სწორი ინვესტიცია; ბავშვებიან ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ. ეს პროექტი იმ ადამიანებისთვისაც მომხიბვლელია, რომელთაც უყვართ ბუნება, სიმშვიდე, ფეხით სიარული, კარგი ხედი და სუფთა ჰაერი“.

ეკოპროექტი „ბინადარი ლისზე“ მოიცავს ორსადარბაზოიან, 13-სართულიან „ა“ ბლოკსა და ერთსადარბაზოიან, 10-სართულიან „ბ“ ბლოკს. პროექტი 1000 კვადრატულ მეტრამდე გამწვანებულ, კეთილმოწყობილი ეზოს მოიცავს, ასევე, შიდა ორდონიან და ოც მანქანამდე გათვლილ გარე თავისუფალ ავტოსადგომს.
[R]











